პაკისტანის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაკისტანის სამზარეულო (ურდუ: پاکستانی پکوان‎) მოიცავს ინდოსტანის ნახევარკუნძულის, ცენტრალური აზიის და დიდ მოგოლთა იმპერიისთვის დამახასიათებელ კერძებს. [1]პაკისტანის კერძების მრავალფეროვნება ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებისგან გამომდინარეობს.

აღმოსავლეთის პროვინციების, პენჯაბისა და სინდჰის სამზარეულოებს ძალიან ცხარე და სეზონური კერძები ახასიათებს, რაც აღმოსავლეთისთვის ერთ- ერთ მთავარ დამახასიათებელს წარმოადგენს. [2] დასავლეთსა და ჩრდილოეთ პროვინციებში აზად ჯამუ და ქაშმირი, ბელუჯისტანი, ხაიბერ-პახტუნხვა, ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა და გილგიტ-ბალტისტანი ხასიათდება როგორც "რბილი", რაც შუა აზიისა და დასავლეთ აზიის კერძებისგან უნდა მომდინარეობდეს.

საეთაშორისო სახის კერძები და სწრაფი კვების ობიექტები მეტწილად დიდ ქალაქებში გვხვდება. ქალაქეში ხშირია პაკისტანური და ჩინური კერძების გაერთიანების შემთხვევები. ცხოვერბის წესის ცვლილებიდანგ გამომდინარე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უფრო გახშირდა მზა პროდუქტების მოხმარების შემთხვევები.

ისტორიული გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის საჭმელი არაბეთის ზღვის სანაპიროზე

პაკისტანის ეროვნული სამზარეულო არის ინდო-არიული და ირანული კულტურისა და მუსულმანური კულინარიული ტრადიციების მემკვიდრე. ადრეული ცივილიზაციებიდან აქ წარმოდგენილები იყვნენ: მოჰენჯო-დარო და ინდის ცივილიზაციები. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლისთვის ინდის დაბლობზე უკვე მოჰყავდათ სეზამი, ბადრიჯანი და ჰყავდათ მსხვილფეხა პირუტყვი. სანელებლებიდან მოჰყავდათ კურკუმა, ილი და შავი პილპილი. [1] დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.

ისლამის გავრცელებამ დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივ სამზარეულოზე. ვინაიდან მუსლიმებს ეკრძალებათ ღორის ხორცის ჭამა და ალკოჰოლის მიღება ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმები ამ წესებს საგულდაგულოდ იცავენ. პაკისტანელები ყურადღებას ამახვილებენ ხორცის სხვა სახეობებზე, როგორიცაა საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი და თევზი. საჭმელებში იყენებენ სხვადასხვა სახის ბოსტნეულებს, ხილს და რძის პროდუქტებს. შუა აზიის, სამხრეთ აზიისა და შუა აღმოსავლეთის სამზარეულოების გავლენის ნახვა პაკისტანურ საკვებში ძალიან მარტივია.

პაკისტანური კერძი სინდჰი ბარიანი

ელემენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანური კერძები ცნობილია არომატული და ზოგჯერ ცხარე გემოთი. ზოგიერთი კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით ზეთს, რაც ხელს უწყობს არომატის მრავალფეროვნებას. ყავისფერი ილი, მწვანე ილი, დარიჩინი და შავი პილპილი პაკისტანურ კერძებში ყველაზე ხშირად გამოიყენება და სწორედ ეს სანელებლები უწყობს ხელს მრავალფეროვანი კერძების დამზადებას. ძალიან პოპულარულია კუმისის თესლი, ჩილის ფხვნილი, კურკუმა და დაფნის ფოთლები. პენჯაბის პროვინციაში ამ ყველაფერს თან უმატებენ ქინძის ფხვნილსაც. სუნელების მსგავსი ერთობლიობა თითქმის ყველა პაკისტანურ კერძში გამოიყენება.

კვების სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანური თეფში

პაკისტანელები ჩვეულებრივსამებრ, დღეში სამჯერ ჭამენ. ისინი საუზმობენ, აქვთ ლანჩი და ვახშამი. საღამოობით ბევრ ოჯახში მიირთმევენ ჩაის გამომცხვარ ან შემწვარ წასახემსებლებთან ერთად. მუსლიმანრი წმინდა თვის, რამადანის პერიოდში კვების რეჟიმი იცვლება. ისლამური ტრადიციის მიხედვით მიღებულია მხოლოდ მარჯვენა ხელით ჭამა. ბევრი პაკისტანის ოჯახი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში ბევრი სტუმარია სუფრას ძირს შლიან და თვითონაც ძირს სხდებიან. ბევრ ქუჩის რესტორანში არის სპეციალური ტახტები სადაც მსგავსი სტილით ჭამაა შესაძლებელი. მსგავსი ტრადიცია ასევე გვხვდება ავღანეთში. . ტახტი არის ამაღლებული პლატფორმა, სადაც ადამიანები თავიანთ საჭმელს ჭამენ ფეხებგადაჯვარედინებულები. პაკისტანელები ძალიან ხშირად ჭამენ ხელით და ტრადიციულ საჭმელთან ერთად მიირთმევენ პურს, სოუსებსა და ბრინჯს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯონათან ჰ.ქ. ლიი, ქეთლინ მ. აზიური ამერიკული ფოლკლორი, ნაწილი 1.
  2. https://www.curryflow.com/18-popular-pakistani-food-favorites-to-get-you-hooked/