შინაარსზე გადასვლა

პაი ძიუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაი ძიუი
白居易
დაბადების თარიღი 772 წელი
დაბადების ადგილი სინჭენგი, ხენანი, ჩინეთი
გარდაცვალების თარიღი 846 წელი
გარდაცვალების ადგილი სიანგშანის ტაძარი, ლუნგმენი(ლუოიანგი), ხენანი, ჩინეთი
დასაფლავებულია Tomb of Bai Juyi
საქმიანობა მუსიკოსი, პოეტი, პოლიტიკოსი
ენა ჩინური
მოქალაქეობა ჩინელი
პერიოდი თანგის დინასტია
Magnum opus Song of Everlasting Regret
შვილ(ებ)ი პაი აცუეი
ნათესავ(ებ)ი პაი ხუანგი (ბაბუა); პაი ძი კენგი

პაი ძიუი (ასევე პო ძიუი; ჩინ.: 白居易; ფინინი: Bǎi Jūyì; 772–846 წწ.), თავაზიანობის სახელით ლე თიენი ( ჩინ.: 樂天) — თანგის დინასტიის გამოჩენილი ჩინელი მუსიკოსი, პოეტი და პოლიტიკოსი.

მისი შემოქმედების დიდი ნაწილი მოიცავს როგორც პირად კარიერულ გამოცდილებას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვებებს. იგი სამ სხვადასხვა პროვინციაში მსახურობდა გუბერნატორად და ეს გამოცდილება აისახა მის ლექსებში. პაი ძიუიმ სახელი გაითქვა თავისი ლაკონური, ხალხური სტილით, რამაც მისი პოეზია პოპულარული გახადა შუა საუკუნეების აღმოსავლეთ აზიაში.[1]

პაი ძიუიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონური ლიტერატურის განვითარებაში. იაპონიაში ის უფრო მეტად ცნობილია თავისი თავაზიანობის სახელის, ლეთიენის, იაპონური წაკითხვით — ჰაკუ რაკუტენ (白楽天).[2] მისი უმცროსი ძმა, პაი სინგძიენი, მოთხრობებს წერდა.

პაი ძიუის ყველაზე განთქმულ ნაწარმოებებს შორისაა ვრცელი ნარატიული პოემები: „ჩანგ ხენ კე“ („მარადიული მწუხარების სიმღერა“), რომელიც იანგ კუეიფეის, ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობს, და „ფიფა სინგი“ („ფიფა სიმღერა“).

პაი ძიუი ცხოვრობდა შუა თანგის პერიოდში, რომელიც თანგის იმპერიისთვის აღდგენისა და აღორძინების ხანა იყო, განსაკუთრებით ან ლუშანის აჯანყების შემდეგ. ეს პერიოდი დაემთხვა პოეზიის აყვავების ხანას, რომელიც განთქმული იყო ისეთი პოეტებით, როგორებიც იყვნენ ლი პაი (701–762), ვანგ ვეი (701–761) და ტუ ფუ (712–770).

პაი ძიუიმ თავისი ცხოვრების განმავლობაში იხილა რვა ან ცხრა იმპერატორის მმართველობა; იგი დაიბადა თანგის იმპერატორ ტაიწუნგის მმართველობის პერიოდში (766–779). მას ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ჰქონდა როგორც სამთავრობო მოხელეს, ასევე პოეტს, თუმცა მისი კარიერის ეს ორი ასპექტი ზოგჯერ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. პაი ძიუი ასევე იყო ძენ ბუდიზმის მიმდევარი.[3]

დაბადება და ბავშვობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაი ძიუი დაიბადა 772 წელს,[4] თაიიუენში, შაანსის პროვინციაში, რომელიც მაშინ თანამედროვე ქალაქიდან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობდა, თუმცა ბავშვობის უმეტესი ნაწილი ჭენიანგში, ხენანის პროვინციაში გაატარა. მისი ოჯახი ღარიბი, მაგრამ განათლებული იყო; მამამისი მეორე კლასის დეპარტამენტის მაგისტრატის თანაშემწე იყო.[5] ათი წლის ასაკში ის ოჯახიდან გაგზავნეს, რათა თავიდან აეცილებინათ ომი, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში დაიწყო. ის ნათესავებთან საცხოვრებლად წავიდა ძიანგნანის მხარეში, უფრო კონკრეტულად კი სუჭოუში. მამის გარდაცვალებამ 794 წელს ოჯახისთვის მძიმე პერიოდი გამოიწვია.[6]

კარიერის ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაი ძიუის განათლება მამის გარდაცვალების გამო შვიდი წლით გადაიდო.[7] მან „ძინშის“ გამოცდები 800 წელს ჩააბარა. პაი ძიუი სავარაუდოდ, 801 წელს, დასავლეთის დედაქალაქ ჩანგანში დასახლდა. ამის შემდეგ მალევე მან მრავალწლიანი მეგობრობა დაიწყო მეცნიერ იუენ ჭენთან. 806 წელი, თანგის იმპერატორ სიენწუნგის მმართველობის პირველი სრული წელი, იყო ის წელი, როდესაც პაი ძიუი დაინიშნა მცირე თანამდებობაზე, როგორც სამთავრობო მოხელე, ჭოუჭიში, რომელიც ჩანგანთან ახლოს მდებარეობდა (ასევე შაანსის პროვინციაში). ის 807 წელს გახდა ხანლინის აკადემიის წევრი (მეცნიერი), ხოლო 807 წლიდან 815 წლამდე იყო მარცხენა მხარის მრჩეველი (Reminder of the Left), გარდა 811 წლისა, როდესაც დედა გარდაეცვალა. მან ტრადიციული სამწლიანი გლოვის პერიოდი კვლავ მდინარე ვეის გასწვრივ გაატარა, სანამ 814 წლის ზამთარში კვლავ სასამართლოში დაბრუნდებოდა, სადაც პრინცის დამრიგებლის ასისტენტ-მდივნის ტიტული ეკავა.[8]

  1. Norwich, John Julius (1985–1993). Oxford illustrated encyclopedia, Judge, Harry George., Toyne, Anthony., Oxford [England]: Oxford University Press, გვ. 29. ISBN 0-19-869129-7. OCLC 11814265. 
  2. Arntzen, S (2008) A Shared Heritage of Sensibility?: The Reception of Bai Juyi's Poetry in Japan. Paper presented at the conference Japan-China Cultural Relations at the University of Victoria, 25th Jan. დაარქივებული 2014-01-12 საიტზე Wayback Machine.
  3. Hinton, David (2008). Classical Chinese Poetry: An Anthology. New York: Farrar, Straus, and Giroux. ISBN 0-374-10536-7 / ISBN 978-0-374-10536-5
  4. Ueki et al. 1999, p. 123.
  5. Waley (1941), 126-27.
  6. Waley (1941), p. 15.
  7. Waley (1941),
  8. Waley (1941), 126- 130