პაისი მთაწმინდელი

პაისი მთაწმინდელი (ბერძნ.Γέρων Παΐσιος, არსენიოს ეზნეპიდისი, ბერძნ.Αρσένιος Εζνεπίδης, დ. 25 ივლისი, 1924, ფარასი, კაპადოკია — გ. 12 ივლისი, 1994, საბერძნეთი) — ბერძენი სქემმონაზონი და სასულიერო მოღვაწე, რომელიც ფართოდ გახდა ცნობილი თავისი სამონასტრო ცხოვრებითა და მოღვაწეობით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა კაპადოკიის სოფელ ფარასში. პატარა არსენის დაბადებიდან ორ კვირაში ფარასელი ბერძნები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ თურქეთიდან, რათა თავი დაეღწიათ მუსლიმი ფანატიკოსების დევნისაგან. ეს პერიოდი დაემთხვა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლას, რომელიც განსაზღვრული იყო ლოზანის ხელშეკრულებით. მოსახლეობის გაცვლის შემდეგ, ეზნეპიდისების ოჯახი კონიცაში დასახლდა. არსენი იქ გაიზარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ დურგლობა შეისწავლა.[1] 1945 წელს არსენი საბერძნეთის არმიაში გაიწვიეს, სადაც სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში რადიოოპერატორად მსახურობდა. ის სამხედრო სამსახურიდან 1949 წელს განთავისუფლდა.[2] 1950 წლიდან მოღვაწეობდა ათონის მთაზე. 1956 წელს აღიკვეცა მონაზვნად პაისის სახელით. 1962-1964 წლებში მოღვაწეობდა სინას მთაზე. შემდეგ დაბრუნდა ათონის მთაზე, სადაც მოღვაწეობდა 1993 წლამდე. 1993 წლის ოქტომბერში დატოვა ათონის მთა და გადავიდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში სუროტში, სალონიკთან ახლოს, სადაც გარდაიცვალა 1994 წლის 12 ივლისს. დასაფლავებულია იქვე. ცნობილია თავისი ნაშრომებით გონიერების, განათლების, ოჯახის, თანამედროვე ადამიანის სულიერი მდგომარეობის შესახებ. 2015 წლის 5 მაისს პაისი მთაწმინდელი წმინდანად შერაცხეს, ხსენების დღეა 12 ივლისი (ძვ. სტ. 29 ივნისი).[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hieromonk Isaac. Saint Paisios of Mount Athos. Translated by Hieromonk Alexis (Trader) PhD, and Fr. Peter Heers. Edited by Hieromonk Alexis (Trader) PhD, Fr. Evdokimos (Goranitis) and Philip Navarro. 2nd Edition. Holy Monastery of "Saint Arsenios the Cappadocian", Chalkidiki, Greece, 2016. ISBN 978-960-89764-5-0 (Exclusive distributor for U.S. and Canada St. Nektarios Monastery, Roscoe, NY.)
- Hieromonk Isaac. Elder Paisios of Mount Athos. Transl. Hieromonk Alexis (Trader) PhD, and Fr. Peter Heers. Ed. by Hieromonk Alexis (Trader) PhD, Fr. Evdokimos (Goranitis) and Philip Navarro. Holy Monastery of "Saint Arsenios the Cappadocian", Chalkidiki, Greece, 2012. ISBN 978-960-89764-3-6
- Middleton, Herman A. "Elder Paisios the Athonite". In: Precious Vessels of the Holy Spirit: The Lives & Counsels of Contemporary Elders of Greece დაარქივებული 20 January 2015 საიტზე Wayback Machine. . 2nd Ed. Protecting Veil Press, Thessalonica, Greece, 2004.
- Athanasios Rakovalis. Talks with Father Paisios. Published in Thessaloniki in 2000. (Distributed by St. Nicodemos Publications)
რესურსები ინტერტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა პაისი მთაწმინდელი – საერო განათლებისა და ცოდნის შესახებ
- მამა პაისი მთაწმინდელი – მოთმინება ოჯახს დანგრევისაგან იცავს დაარქივებული 2009-01-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ιερομονάχου Χριστοδούλου Αγιορείτου, 2000, σελ. 21–23.
- ↑ «Ο Άγιος Παϊσιος στον στρατό», ΑΓΙΟΣ ΠΑΪΣΙΟΣ Ο ΑΓΙΟΡΕΙΤΗΣ
- ↑ „Άγιος ο Γέροντας Παΐσιος“