შინაარსზე გადასვლა

პათოფსიქოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პათოფსიქოლოგია (ძვ. ბერძნ. πάθος [pathos] — „ავადმყოფობა“, ψυχή [psyche] — „სული“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის პიროვნებისა და მისი ფსიქიკური მოქმედების ავადმყოფური რღვევის კანონზომიერებებს. მისი ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის განვითარებასთან. პათოფსიქოლოგიის კვლევის მონაცემებით სარგებლობენ ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში დიფერენციულ-დიაგნოსტიკური ამოცანების გადაწყვეტისას.

სსრკ-ში პათოფსიქოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ლ. ვიგოტსკისა და დ. უზნაძის გამოკვლევებმა. საქართველოში პათოფსიქოლოგია დააფუძნა ი. ბჟალავამ. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში 1941 წელს დაარსდა პათოფსიქოლოგიის განყოფილება, რომელმაც თავის კვლევა-ძიებას საფუძვლად დაუდო დ. უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური თეორია.

  • ბჟალავა ი., კიბერნეტიკა და ფსიქოლოგია, თბ. 1961;