შინაარსზე გადასვლა

პავლო ზაგრებელნი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლო ზაგრებელნი
Павло́ Загребе́льний
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1924
სოლოშინე, კობელიაკის რაიონი, პოლტავის ოლქი, უკრაინის სსრ
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 2009
კიევი, უკრაინა
გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზი
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინა
ალმა-მატერი ოლეს გონჩარის დნეპრის ეროვნული უნივერსიტეტი და ივან კარპენკო-კარის სახელობის კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი
ორგანიზაცია უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირი და უკრაინის კინემატოგრაფისტთა ეროვნული კავშირი
ჯილდოები უკრაინის გმირის ტიტული, ბოგდან ხმელნიცკის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, სამამულო ომის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისთვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“, უკრაინის ტარას შევჩენკოს ეროვნული პრემია

პავლო ზაგრებელნი (უკრ. . Павло́ Загребе́льний; დ. 25 აგვისტო, 1924, სოფ. სოლოშინე, კობელიაკის რაიონი, პოლტავის ოლქი, უკრაინის სსრ — გ. 3 თებერვალი, 2009, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი მწერალი, სცენარისტი, უკრაინის გმირი (2004), სსრკ სახელმწიფო პრემიის და შევჩენკოს პრემიის ლაურეატი. სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 10-11-ე მოწვევებში (1979-1989), უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 9-ე მოწვევაში (1975-1980). უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი (1976-1981), უკპ ცკ-ის წევრი (1981-1990). ასევე წერდა ფსევდონიმებით: პ.არხიპენკო, ა.დოვგანი, პ.ჩუმაჩენკო.

დაიბადა სოფელ სოლოშინეში, პოლტავის მხარეში, არხიპ ოპანასოვიჩის (1894-1974) და ვარვარა კირილოვნას (1895-1930) ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა, როცა პავლო 6 წლის იყო. აღზარდა დედინაცვალმა, რომელთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა. 1941 წელს დაასრულა სკოლა და ჯერ კიდევ 17 წლის შეუსრულებელმა მოხალისედ წავიდა არმიაში. იყო კიევის მე-2 საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი, მონაწილეობდა კიევის ბრძოლაში, 1941 წლის აგვისტოში დაიჭრა. ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ ისევ დაბრუნდა ფრონტზე, 1942 წლის აგვისტოში მძიმედ დაიჭრა, შემდეგ ტყვედ ჩავარდა და 1945 წლის თებერვლამდე ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა.

განათლება და ჟურნალისტური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს მუშაობდა საბჭოთა სამხედრო მისიაში გერმანიაში. 1945-1946 წლებში — კოლმეურნეობის მთვლელი. 1946-1951 წლებში სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (1951) დაახლოებით თხუთმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად[1]. 1960 წელს პავლო ზაგრებელნი გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. 1961-1963 წლებში ზაგრებელნი იყო „ლიტერატურული გაზეთის“ (შემდგომში — „ლიტერატურნა უკრაინა“) მთავარი რედაქტორი. ამ დროისთვის დაიწერა მისი პირველი სამი რომანი: „ევროპა 45“ (1959), „ევროპა. დასავლეთი“ (1960), „პაპანაქება“ (1960)[2]. 1964-1973 წლებში — უკრაინის მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, მდივანი, მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე. 1973-1979 წლებში — მდივანი, 1979-1986 წლებში — უკრაინის მწერალთა კავშირის მმართველობის პირველი მდივანი. პავლო ზაგრებელნი იცავდა იმ მწერლებს საბჭოთა ხელისუფლების დევნისგან, რომლებსაც ახლა „სამოციანელებს“ უწოდებენ. სამსახურში აიყვანა უნივერსიტეტიდან გაგდებული ივან დრაჩი. დაიწყო მიკოლა ვინგრანოვსკის, ივან ძიუბას, ევგენი გუცალოს და სხვათა ნაწარმოებების გამოქვეყნება, რადგან სურდა, რომ „უკრაინულ ლიტერატურაში ახალი ტალღა შემოსულიყო“. გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

ლიტერატურული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული საქმიანობის პირველი ნაბიჯები გადადგა 1950-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კახოვსკის ჰესის მშენებლობაზე იმოგზაურა. სხვა მწერლებთან ერთად დაწერილი კრებული „კახოვსკის მოთხრობები“ მისი პირველი წიგნი გახდა[3]. მწერლის მომწიფების სერიოზული განაცხადი იყო „ლეგენდა უკვდავზე“ (1957), რომელიც ეძღვნება ახალგაზრდა საბჭოთა ჯარისკაცის სამხედრო და ადამიანურ გმირობას, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. 1950-იანი წლების მეორე ნახევარში პავლო ზაგრებელნმა გამოსცა მოთხრობათა კრებულები „მასწავლებელი“ (1957), „ზღვისპირა მოთხრობები“ (1958), მოთხრობები „ნისლი“, „იქ, სადაც ტოროლები მღერიან“ (1956), „გრძელი სიზმრების ხეობა“ (1957)[4]. 1960-1970-იან წლებში მწერალმა შექმნა თავისი რომანების უმეტესობა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი: „დღე მომავლისთვის“ (1964), „სასწაული“ (1968), „მარადისობის პერსპექტივიდან“ (1970), „ლომის გული“ და „ევპრაქსია“ (1975). უკრაინული პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა რომანი „სასწაული“ (1968), რომელშიც ორგანულად არის შერწყმული შორეული წარსული და თანამედროვეობა. რომანის ცენტრშია კიევის სოფია, რომელიც რუსული სახელმწიფოებრიობისა და სულიერების განუყოფელი სიმბოლოა. მოგვიანებით შეიქმნა რომანების მთელი ციკლი სამშობლოს ისტორიული წარსულის შესახებ: "პირველი ხიდი" (1972), "სიკვდილი კიევში" (1973), „ევპრაქსია“ (1975)[5]. XVI საუკუნის უკრაინის ისტორიის მოვლენებს ეძღვნება რომანი „როქსოლანა“ (1980). მწერალმა სცადა შეღწევა თავისი გმირის — როქსოლანას, იგივე ანასტასია ლისოვსკაის რთულ შინაგან სამყაროში, რომელიც უკრაინელი მღვდლის ქალიშვილი იყო როგატინიდან და თურქეთის სულთნის, სულეიმან დიდებულის ჰარამხანაში მოხვედრის შემდეგ მალე მისი საყვარელი ცოლი გახდა[6].

ფილმების სცენარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის სცენარებზე ოლექსანდრ დოვჟენკოს სახელობის კიევის კინოსტუდიაში გადაღებულია მხატვრული ფილმები: "რაკეტები არ უნდა გაფრინდნენ" (1965), „შემოწმებულია — ნაღმები არ არის“ (1966), „დაფნა“ (1974), „იაროსლავ ბრძენი“ (1982). პავლო ზაგრებელნმა ორმოცი წელზე მეტი იმუშავა უკრაინულ პროზაში. ამ დროის განმავლობაში გამოქვეყნდა მისი ოცამდე რომანი. ერთ-ერთი მათგანი — „გაქანება“ დაჯილდოვდა სსრკ სახელმწიფო პრემიით, ორი — „პირველი ხიდი“ და „სიკვდილი კიევში“ — ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ სახელმწიფო პრემიით. 2004 წელს დაჯილდოვდა უკრაინის გმირის წოდებით[7].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Як Україну робили радянською (і як українці чинили опір) uk (2024-02-07). ციტირების თარიღი: 2024-02-11.
  2. Яворівський виділив на похорон Загребельного тисячу гривень. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 березня 2016. ციტირების თარიღი: 7 серпня 2015.
  3. «І Дніпро, і кручі»: як річки рятували Україну (2023-12-27). ციტირების თარიღი: 2024-01-27.
  4. Ірпінь — столиця української літератури
  5. Разом із статтею «Київські діалоги» по жовтень 1993 р. знаходилась в архіві КДБ УРСР (СБУ).
  6. ЗА ПАРАВАНОМ ІДЕЙНОСТІ Валерій Марченко
  7. Леонід Плющ. Мародери // Київська Русь № 43-44 დაარქივებული 18 May 2022[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (№ 1-2, 2010). с. 204—266