პავლოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პავლოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
Pavlovsk 1023.jpg
პავლოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°40′40″ ჩ. გ. 30°27′00″ ა. გ. / 59.67778° ჩ. გ. 30.45000° ა. გ. / 59.67778; 30.45000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პავლოვსკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810344000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრე გოგენი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება XX საუკუნე

პავლოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Собор Николая Чудотворца) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი პავლოვსკში, სანქტ-პეტერბურგი. ეკლესია აგებულია 1900-1904 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია დიმიტრი იურევიჩი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1841 წელს საკავალერიო პოლკის ყაზარმის შენობაში მოაწყვეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესია. 1868 წელს სანქტ-პეტერბურგში გადაიტანეს სამხედრო ქვედანაყოფი, ხოლო აქ განათავსეს ცხენოსან-არტილერისტთა ბრიგადის მეხუთე ბატარეა, რომლის ხელშიც გადავიდა ტაძარი.

ტიპური ეკლესია განათავსეს ხის სამხედრო ყაზარმაში, ეკლესიის შესასვლელთან კი აღმართეს ჯვარი. ტაძარი იყო ცივი. ღვთისმსახურებისთვის არ ჰქონდათ საკმარისი წიგნები. ეკლესიის კანკელი 1865 წელს გადმოიტანეს ცარსკოე-სელოს ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ ეკლესიიდან.

1898 წლამდე ეკლესიას ოფიციალურად ერქვა ცხენოსან-არტილერისტთა ბრიგადის მეხუთე ბატარეის ეკლესია, ხოლო 1898 წლის 7 ნოემბრიდან ეწოდება ქალაქ პავლოვსკის გარნიზონის ეკლესია.

ეკლესიაში მღვდელი მუდმივად არ იყო 1894 წლამდე და ღვთისმსახურებას აღავლენდნენ სამხედრო უწყების მიერ მოწვეული სასულიერო პირები. 1894 წლის დეკემბერში ეკლესიაში მსახურება დაიწყო მღვდელმა იოანე ჟემჩუჟინმა, ხოლო თავად ეკლესია მიაწერეს სანქტ-პეტერბურგის წმინდა სერგის ტაძარს.

1895 წელს მიმდინარეობდა გარნზონის იმ ნაწილის რემონტი, რომელშიც მდებარეობდა ეკლესია. ახალ დაგეგმარებაში ეკლესია აღარ იყო გათვალისწინებული.

1898 წელს იოანე ჟემჩუჟინმა სამხედრო მინისტრს, ალექსი კუროპატკინს გადასცა თხოვნა ტაძრის შენარჩუნების შესახებ. შედეგად გამოიცა ბრძანება № 259, რომლის მიხედვითაც უნდა აშენებულიყო ახალი ეკლესია.

ხის ტაძარი დაშალეს 1902 წელს, ხოლო მისი საკურთხევლის ადგილზე აღმართეს ჯვარი.

იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევით იოანე ჟემჩუჟინმა დაიწყო ფინანსების შეგროვება. პირველი შემომწირველი გახდა იოანე კრონშტადტელი.

1899 წლის 24 აპრილს პავლოვსკის გარნიზონის მეთაურმა პოლკოვნიკმა მიხეევმა ქალაქის სამმართველოს გადასცა ანგარიში ახალი ეკლესიის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ.

ეკლესიის პირველი პროექტი დიდმა თავადმა, ნიკოლოზ I-ის შვილიშვილმა კონსტანტინე კონსტანტინეს ძემ არ დაამტკიცა. არც მეორე, ანდრეი კარბონერის პროექტი არ მოეწონა დიდ მთავარს.

ახალი ეკლესიის პროექტი შეასრულეს 1898 წელს. სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის გვარდიის მეთაურმა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ ალექსანდრეს ძემ შექმნა სამშენებლო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყო დიდი თავადი ანდრეი ვლადიმირის ძე, ა. ფონ გოგენი და იოანე ჟემჩუჟინი.

1900 წლის 23 მარტს დიდმა თავადმა კონსტანტინე კონსტანტინეს ძემ პროექტი დაამტკიცა. ამავე წლის 30 ივნისს შედგა ტაძრის საზეიმო საფუძვლის ჩაყრა. მშენებლობა გაჭიანურდა ზამთრის სეზონზე და ფინანსების მუდმივი არქონის გამო. თითქმის დასრულებული ტაძრის კურთხევა მოხდა 1902 წლის 28 აგვისტოს. ტაძრის შენება დასრულდა 1904 წელს.

ტაძრის დახურვის პირველი მცდელობა იყო 1930 წლის 7 ნოემბერს ლენინგრადის ქალაქის აღმასკომის წინადადებით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1933 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადის საოლქო აღმასკომის დადგენილებით. ტაძრის შენობა გადაეცა იქვე მდებარე კლუბს, ხოლო შემდეგ განათავსეს საწყობი.

ტაძარი ძლიერ დაზიანდა დიდი სამამულო ომის დროს, თუმცა ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა 1941 წელს და გაგრძელდა 1943 წლამდე[1].

ომის შემდეგ ტაძარში განათავსეს სახელოსნო. 1960-იანი წლებიდან განათავსეს სამხედრო საწყობი. 1987 წლიდან ტაძრის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშაა.

ტაძარი მორწმუნეებს დაუბრუნდა 1991 წელს. 1991 წლის 6 მაისს ტაძარი საკათედრო გახდა, ამავე დღეს აღევლინა პირველი ლოცვა, ხოლო 29 ივნისს აღესრულა საღვთო ლიტურგია.

1995 წლიდან ტაძარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტაძრისა და სადრენაჟო სისტემის აღდგენას მოანდომეს 10 წელი. 2002 წლის აგვისტოში ტაძარმა აღნიშნა დაარსებიდან 100 წლისთავი.

ტაძართან მოქმედებს საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 2011 წლის 20 ნოემბერს ტაძრის სიახლოვეს გახსნეს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრინჯაოს ბიუსტი, რომლის მოქანდაკეა ს. ალიპოვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Медведев А. В. К 100-летию освящения храма свт. Николая Чудотворца в Павловске // Церковный вестник. — СПб.: 2002. — Вып. 11—12.
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е, испр. и доп.. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 292—304. — ISBN 5-9900655-3-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шкаровский М. В. Церковь зовет к защите Родины: Религиозная жизнь Ленинграда и Северо-Запада в годы Великой Отечественной войны. — СПб.: Сатисъ; Держава, 2005. — (К 60-летию Победы в Великой Отечественной войне). — 2 000 экз экз. — ISBN 5-7868-0035-0.