პავლიანთკარის კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პავლიანთკარის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლიანთკარში. დათარიღებულია შუა საუკუნეებით.

ლომისას ხევში, ელოშვილების უბანში, შემაღლებულ ბორცვზე შემორჩენილია მრგვალი კოშკის ნანგრევი, რომლის გარშემო მიწის დონე ისეა ამოწეული, რომ ის თითქმის არ ჩანს.

კოშკი გეგმით ოვალურია. ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვით. ძეგლი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 153