პავლიანთკარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პავლიანთკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლიანთკარში. აგებულია XVI საუკუნის მეორე-ნახევარში - XVII საუკუნის დასაწყისში.

ხუთსართულიანი, გეგმით ოთხკუთხა კოშკი დგას შუა სოფელში, ქარჩოხის ხეობაში. ძეგლი სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები.

არქიტრავული შესასვლელი გაჭრილია მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში. კარი ნაოთხალია.

პირველი სართულის სამ კედელში ოთხი სათოფურია. მეორე სართულზე კარის გარდა ყველა კედელში თითო სათოფურია, ხოლო მესამეზეყველაზე მეტია. მეოთხეზე სამი სათოფური და ერთი სარკმელია. მეხუთე კი მოქცეულია ორფერდა სახურავქვეშ და ვიწრო კედლებში თითო პატარა სარკმელი აქვს. სართულ შუა ხის გადახურვა ნაწილობრივ შემორჩენილია. კოშკს ადგილობრივ მამოსახლეობამ მიაშენა ხის ფარდულები, რაც ძეგლს ამახინჯებს.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 153-154