პავლე ფრანგიშვილი
პავლე ფრანგიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | პავლე კანდინაშვილი |
დაბადების თარიღი |
17 ოქტომბერი, 1897 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
22 ივნისი, 1966 (68 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | რეჟისორი, მსახიობი |
მეუღლე(ები) | ვარვარა გვაზავა |
ჯილდოები |
საქართველოს სახალხო არტისტი (1941) |
პავლე ფრანგიშვილი (დ. 17 ოქტომბერი, 1897 — გ. 22 ივნისი, 1966, თბილისი) — ქართველი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1941)
1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 წლებში იყო ჭიათურის დრამატული თეატრის, 1939-1949 კი — გორის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ოტელო (შექსპირის „ოტელო“), კარლ მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, მ. ბარათაშვილის „ჭრიჭინა“, ი. ვაკელის „შამილი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“ და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პავლე ფრანგიშვილი, „როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას“. თბილისი, ხელოვნება, 1955
- პავლე ფრანგიშვილი, „რაც ვნახე და განვიცადე“. თბილისი, 1963