პავლე ტაგანროგელის ეგვტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე ტაგანროგელის ეგვტერი
პავლე ტაგანროგელის ეგვტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°12′24″ ჩ. გ. 38°54′14″ ა. გ. / 47.20667° ჩ. გ. 38.90389° ა. გ. / 47.20667; 38.90389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1905

პავლე ტაგანროგელის ეგვტერი (რუს. Часовня Павла Таганрогского) — საკულტო ნაგებობა ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ეგვტერი პირველად აღიმართა 1905 წელს პავლე პავლეს ძე სტოჟკოვის დაკრძალვის ადგილზე[1]. ეგვტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს. კონფესია - მართლმადიდებლობა[2].

მისამართი: ტაგანროგი, ბანაკის შესახვევი № 2[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგის ძველ სასაფლაოზე არის ადგილი, სადაც დაკრძალულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი პავლე პავლეს ძე სტოჟკოვი, რომელიც ცნობილია პავლე ტაგანროგელის სახელით. მისი დაკრძალვა გაიმართა 1879 წლის მარტში, მისი დაკრძალვის ადგილი შემოღობილია. მისი საფლავის დაცვისა და შენახვისათვის 1905 წელს მიიღეს გადაწყვეტილება საფლავზე აეშენებინათ ხის ეგვტერი. მისი სამშენებლო ზომები იყო 7 х 10 მ. ეგვტერს ჰქონდა 2 შესასვლელი და 7 ფანჯარა. ოვალურ სახურავზე განთავსებული იყო ჯვარი. ხის ეგვტერი დაიწვა 1912 წლის 12 ივლისს.

მორჩილი მარია ველიჩკო ცდილობდა აეშენებინა ქვის ეგვტერი, რაზეც თანხმობა მიიღო 1913 წელს. ეგვტერი ააგეს და მისი კურთხევა მოხდა 1914 წლის 29 ივნისს. ეკლესიას ჰქონდა ხუთი გუმბათი. ეგვტერის შიგნით განთავსებული იყო მარმარილოს კანკელი, რომელიც გაფორმებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ სტილში. ეგვტერის მშენებლობა დაჯდა 20 000 რუბლი. თანხა შეაგროვეს საქველმოქმედო შემოწირულობებით. საბჭოთა ხელისუფელბის პერიოდში, 1925 წელს ეგვტერი დაანგრიეს. მისი აღდგენა მოხდა 1995 წელს კვლავ საქველმოქმედო შემოწირულობების დახმარებით[1]. ამჟამად ეგვტერი დაგეგმარებით სწორკუთხაა შენობაა, რომელსაც აქვს კარვისებური გუმბათი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]