პავლე მოციქულის ეპისტოლეების ქართული ხელნაწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

პავლეს ეპისტოლეები ― წმინდა პავლე მოციქულის წერილებია, რომლებიც ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანეს ნაწილად არის მიჩნეული; ამ თხზულებებში გადმოცემული ადრექრისტიანული დოგმები მოძღვრების განვითარების საფუძველს წარმოადგენს.ეპისტოლეების პირველი ქართული ვერსიები ხელნაწერების სახით არის შემორჩენილი. ისინი[1] X-XIV საუკუნეებშია შექმნილი სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში, რის გამოც ერთმანეთისაგან როგორც შინაარსობრივად (სტრუქტურულად) , ისე მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულადაც განსხვავდებიან.

წმინდა პავლე მოციქული

საქართველომ სახელმწიფო ნიშნების ჩამოყალიბებისთანავე აირჩია ევროპული გზა მათი ღირებულებებისაკენ სწრაფვით. მეორე-მეასამე საუკუნეებში ევროპაში ძლიერდება ქრისტიანობა, რომელიც ცვლის მათ პოლიტიკურ ცხოვრებასაც. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ქრისტიანობა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარი იყო.

სხვადასხვა ისტორიული წყარო გადმოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართლში 376 წლამდეც ქრისტიანობის მრავალი კერა არსებობდა. ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო ბიბლიის თარგმნა მშობლიურ ენაზე, თუმცა არსებობდა სხვადასხვა ხელმშემშლელი ფაქტორი,მაგალითად, როგორიც იყო ანტიოქიური ეკლესიის დაქვემდებარებში ყოფნა და სხვ.

უძველესი ქართული ხელნაწერები მეცხრე საუკუნით თარიღდება, თუმცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ საუკუნეების წინაც არსებობდა სხვადასხვა ქრისტიანული ტექსტის თარგმანები. მოცემულ ფაქტთა მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოანი იყო ქრისტიანული კულტურის გავრცელება. პავლეს ეპისტოლეების თარგმნა ამ ფართომასშტაბიანი პროცესის ნაწილია.

ხელნაწერები სხვადასხვა დროს აღწერეს ილია აბულაძემ[2], ანა ბაქრაძემ[3], ელენე მეტრეველმა[4][5][6], ცაცა ჭანკიევმა, რუსუდან გვარამიამ, ლილი ხევსურიანმა, ლალი ჯღამაიამ[7], რობერტ ბლეიკმა , თედო ჟორდანიამ, ივანე ჯავახიშვილმა[8], ალექსანდრე ცაგარელმა[9], ევსევი ნიკოლაძემ, ნიკო მარმა[10] ,თამარ ბრეგაძემ[11], მიხეილ ქავთარიამ, ლილი ქუთათელაძემ[12], ციალა კახაბრიშვილმა, თამილა მგალობმლიშვილმა და კორნელი კეკელიძემ.

კრიტიკული ტექსტის დადგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებებლი გახდა პავლეს ეპისტოლეების ქართული ხელნაწერების საფუძველზე კრიტიკული ტექსტის დადგენა. საქმეს აკადემიკოსი აკაკი შანიძე ჩაუდგა სათავეში. ხელნაწერების აღწერა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგემ, ქეთევან ძოწენიძემ, დაიწყო, მაგრამ აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობის , ხოლო შემდეგ ქრონიკული დაავადების გამო ვერ დაასრულა წამოწყებული სამეცნიერო კვლევა. ამის შემდეგ ხელნაწერებზე მუშაობა განაგრძო ქეთევან ძოწენიძის სტუდენტმა და აკაკი შანიძის ასპირანტმა კორნელი დანელიამ.

რედაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისტოლეების ხელნაწერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რაც მათი შექმნის პერიოდითა და წყაროს სხვადასხვაობით არის გამოწვეული. მიახლოებით ერთმანეთის მსგავსი ხელნაწერები დააჯგუფეს, რითაც მათი 4 — A, B, C და D რედაქციები იქნა მიღებული. ორი ნუსხა შედარებით ადრინდელია, ხოლო მეორე ორი ახალი. A რედაქცია ყველაზე ძველია; მისი გადამუშავებითაა მიღებული B; B რედაქციის ტექსტზეა დაყრდნობილი C და შემდეგ D-ც. ამ რედაქციებში ნაწილდება პავლეს ეპისტოლეების 12 ქართული ხელნაწერი.

A რედაქციის ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A რედაქცია შედგება ორი — და ხელნაწერისაგან. ორივე ერთი ტიპისაა, თუმცა B რედაქციის ხელნაწერებისაგან საკმაოდ განსხვავდებიან.

Ⴀ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს ტყავგადაკრული ტვიფრული ხის გადაცლილი ყდა; ნაწერია ეტრატზე; შეიცავს 265 ფრუცელს, ზომით 25,2X21,3 სმ; ნაწერია მრგლოვანი შრიფტით ორ სვეტად შავი მელნით, ხოლო სათაურები და საგანგებო ადგილები შესრულებულია სინგურით; ტექსტის ზომაა 18,5-19X13,5 სმ; სვეტებს შორის მანძილია 1,5 სმ; 1-25 გვერდებზე სვეტში არის 23 სტრიქონი, დანარჩენ ფურცლებზე კი 20. მთლიანი ტექსტი ერთი ხელით არის ნაწერი, თუმცა გადამწერის ვინაობა უცნობია, რადგან არ აქვს ანდერძები, რომლებიც შესაძლოა დაკარგულიყო. რვეულების სათვალავი ქართული ასოებითაა დასმული. 24-ე რვეულში არის 10 ფურცელი, ხოლო დანარჩენებში 8-8. ხელნაწერში ასევე ვხვდებით წმინდა პავლეს მინიატურას (31v).პირველ რვეულს აკლია თავფურცელი; ორი, მე-16 (119-120 გვ.) და 34-ე (257-258 გვ.) რვეულები, მთლიანად ნაკლულია; 35-ე რვეულზე ხელნაწერი წყდება; რამდენი გვერდი აკლია მას დაუდგენელია.

ხელნაწერი იწყება ევთალეს სტიქომეტრიით(1r-30v), რომელიც მხოლოდ ეპისტოლეებს ეხება; შემდეგ კი მოდის უშუალოდ პავლეს ეპისტოლები(35r-185v). ამათ მერეა: იაკობის ეპისტოლე(256v-257v), პირველი პეტრესი(258r-262v), მეორე პეტრესი (263r-265v). ხელნაწერი პავლეს ეპისტოლეთაგან შეიცავს:

  1. რომაელთა მიმართ ეპისტოლე (32r-61v);
  2. პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე(61v-88r);
    ვახტანგ VI
  3. მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლე(88r-106r);
  4. გალატელთა მიმართ ეპისტოლე((106r-115r);
  5. ეფესელთა მიმართ ეპისტოლე (115v-119v);[13]
  6. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე(120r-123v);[14]
  7. კოლასელთა მიმართ ეპისტოლე (124r-137r);
  8. პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე(131r-137v);
  9. მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე(137v-141r);
  10. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე(141r-166r);
  11. პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე(166r-175v);
  12. მეორე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე(175v-180v);
  13. ტიტეს მიმართ ეპისტოლე(181r-185r);
  14. ფილიმონის მიმართ ეპისტოლე(185 r).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი მეათე საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, თუმცა აქვს გვიანდელი მინაწერებიც(31r). ერთ-ერთია:

ვიკიციტატა
„ მდინარეო სიბრძნისაო, უფსკრულო სწავლათაო, ქნარო ამისა ძალისაო, პავლე, მწე მეყავ ბატონიშვილს ვახტანგს, ამინ. ქრონიკონს ტპჱ, დასაბამიდან შვიდი ათას ორასს.“

მაშასადამე, მინაწერი 1700 წელს არის შესრულებული, ავტორი კი ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეა. ხელნაწერი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში ინახება. (S 407).

Ⴊ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს არ აქვს ყდა; ნაწერია ეტრატზე; შეიცავს დაახლ. 147 ფურცელს, ზომით 25X20 სმ;ნაწერია ნუსხური შრიფტით ორ სვეტად შავი მელნით, ხოლო სათაურები და საგანგებო ადგილები შესრულებულია სინგურით; ტექსტის ზომაა 18X12,5 სმ; სვეტებს შორის მანძილია 1,5 სმ; ერთ სვეტში 20 სტრიქონია.მთლიანი ტექსტი ერთი ხელით არის ნაწერი, თუმცა გადამწერის ვინაობა უცნობია, რადგან არ აქვს ანდერძები, რომლებიც შესაძლოა დაკარგულიყო.რვეულების სათვალავი ქართული ასოებითაა დასმული; თითოეული 8-8 ფურცლისაგან შედგება; ხელნაწერი იწყება მე-16 რვეულით და საბოლოოა 34-ე.მაშასადამე, ის ძლიერ ნაკლულია.

ხელნაწერი იწყება პავლეს ეპისტოლეებით(1r-76r), შემდეგ კი გრძელდება მოციქულთა საქმით(77r-146v). ხელნაწერი პავლეს ეპისტოლეთაგან შეიცავს:

  1. ეფესელთა მიმართ ეპისტოლე (1r-11r);
  2. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე(11v-18r);
  3. კოლასელთა მიმართ ეპისტოლე (18r-25r);
  4. პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე(25r-31r);
  5. მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე(31r-39v);
  6. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე(40r-57r);
  7. პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე(57v-65r);
  8. პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე(65v-71r);
  9. ტიტეს მიმართ ეპისტოლე(71v-74v);
  10. ფილიმონის მიმართ ეპისტოლე(75r-76r).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს ძალიან ბევრი გვერდი აკლია, ამიტომაც ვერ ხერხდება მისი გადამწერის იდენტიფიცირება ან მასზე სხვა ინფორმაციის მოპოვება, თუმცა მას აქვს რამდენიმე მინაწერი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გვამცნობს მომგებლის სახელს - თეოდორე.

ვიკიციტატა
„დიდებაჲ ღმერთსა, ყოვლისა კეთილისა მიზეზსა,განსრულდა პავლჱ.იესუ ქრისტე ადიდე ორთავე სუფევათა მონაჲ შენი თეოდორე მომგებელი ამისა წიგნისაჲ, ამინ (76 v)“
ვიკიციტატა
„სულსა თადეოზისა შეუნდოს ღმერთმან" (45 v)“
ვიკიციტატა
„პავლე მოციქულისა მადლო და პეტრე მოციქულისა მადლო, მიშულე ზენააჰრო ცოდვილთა უცოდვილესსა დათუძესა იონესა , და მშობელნი მინი დაიცვენ, უფალო ღმერთო, ამინ. წმიდაო გიორგი , თქუენცა ექმენ შემწე და მფარველ. სუეტისა ღვთისმოშობელო თქუენ ნუ განიშორებთ თქუენისა მარჯვენისაგან" (76v-77r)“
ვიკიციტატა
„ღმერთო აცხოვნე ამისი მწერალი იობი .დიაკონო, კარგი საქმე მოვარე ამინ და კირიელეისონ" (97v-98r)“
ვიკიციტატა
„ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი იასე , ღმერთო შეიწყალე" (1r).“

ხელნაწერი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში ინახება. (S 1398).

B რედაქციის ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედაქცია შედგება ოთხი — , , და ხელნაწერისაგან.

Ⴁ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს ტყავგადაკრული მუყაოს ყდა; ნაწერია ეტრატზე; შეიცავს 180 ფურცელს, ზომით 24X21,4 სმ; ნაწერია ნუსხური შრიფტით ორ სვეტად; სათაურები სინგურით არის შესრულებული; ხელნაწერი ნაკლულია; დაზიანებულია 28-ე ფურცლის ქვემო ნაწილი, ხოლო 91-ე და 92-ე ფურცლების მარჯვენა მხარე.

ხელნაწერი იწყება ევთალეს სტიქომეტრიით(1v-25v), პირველი გვერდი(1r) წაშლილია და შეუძლებელია წაკითხვა; შემდეგ მოდის პავლეს ეპისტოლეები(26r-179v); პავლეს ეპისტოლეთაგან შეიცავს:

  1. რომაელთა მიმართ ეპისტოლე (25r-57r);
  2. პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (57r-86v);
  3. მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (86v-110r);
  4. გალატელთა მიმართ ეპისტოლე(110r-121r);
  5. ეფესელთა მიმართ ეპისტოლე (121r-128r);
  6. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე(128rv);
  7. კოლასელთა მიმართ ეპისტოლე (128v-136v);
  8. პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (136v-143v);
  9. მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (143v-149v);
  10. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე (149v-176r);
  11. პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (176r-179v).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი მეათე საუკუნით თარიღდება; მოეპოვება ანდერძი, საიდანაც ვიგებთ გადამწერის სახელს — გაბრიელი. "... შეიწყალე გაბრიელ". ასევე ვხვდებით თ. ჟორდანიას ტექსტოლოგიური სახის მინაწერებს(37v, 38v, 39r, 101v, 102 r, 103 r). სხვა მინაწერებია:

ვიკიციტატა
„ქ. თქვენის შვილის გიორგის კეთილად სახსენებელო, ახლა თქვენის მშვიდო...(39r)“
ვიკიციტატა
„ქ. ... ალმიშარის შვილს თევდორეს.მერეთ ამას მოვაჴსენებთ მათს სიმაღლეს, შვილი მომეცა და არვინ არის შემწყნარებელი (39v)“
ვიკიციტატა
„ქ. ... იმნაძეს, მერმე ამას მოგახსენებ, ნათლლს მივიდოდ, ერთი ავი კაცი დამიხვდა (149r).“

ასევე მოიპოვება მინაწერები შემდეგ ფურცლებზე: 21v, 39v, 30r, 85r, 131v, 132r, 133v, 165r, 180rv.

Ⴂ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწერია ეტრატზე; შეიცავს დაახლ. 173 ფურცელს, ზომით 40X25 სმ; ნაწერია მრგლოვანი შრიფტით ორ სვეტად შავი მელნით, სათაურები შესრულებულია სინგურით; ტექსტის ზომაა 34X20,5 სმ; სვეტებს შორის მანძილია 1,5 სმ;მთლიანი ტექსტი ერთი ხელით არის ნაწერი, თუმცა გადამწერის ვინაობა უცნობია, რადგან არ აქვს ანდერძები, რომლებიც შესაძლოა დაკარგულიყო. ზოგიერთი ფურცლის ნაწილი ძლიერ დაზიანებულია. ხელნაწერი იწყება ოთხთავით, შემდეგ მოდის ევთალეს სტიქომეტრია(87r-95v), მერე კი პავლეს ეპისტოლეები(96r-164v), ბოლოს მოციქულთა საქმეა მოთავსებული (165r-173v). პავლეს ეპისტოლეთაგან აკლია:

  1. რომაელთა მიმართ (2,20-3,20; 6,19-9,13; 11,18-12,11; 14,3-16);
  2. პირველი კორინთელთა მიმართ (1,1-1,21; 7,8-9,8; 14,11-14,39);
  3. გალატელთა მიმართ (4,7-5,11);
  4. ფილიპელთა მიმართ (3,17-4,23);
  5. პირველი თესალონიკელთა მიმართ (4,4-5,11);
  6. მეორე თესალონიკელთა მიმართ (1,12-3,6);
  7. ებრაელთა მიმართ (6,4-7,7);
  8. პირველი ტიმოთეს მიმართ (5,4-6,2);
  9. ტიტეს მიმართ (2-3);
  10. ფილემონის მიმართ (მთლიანად).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი თარიღდება მეთერთმეტე საუკუნის პირველი ნახევრით; 115 v-ზე მოიპოვება გადამწერის ხელით შესრულებული მინაწერი:

ვიკიციტატა
„ უფალო იესუ ქრისტე, შეუდვენ ყოველნი ბრალნი ზაქარია მამათ მთავართა მთავარსა და დაასაყდრე წმიდათა მოციქულთა თანა, კურთხეული სული მათი ამჱნ.“

მოხსენიებული პირი უნდა იყოს ეპისკოპოსი ზაქარია ვალაშკერტელი.

Ⴃ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწერია ეტრატზე; შეიცავს 178 ფურცელს, ზომით 20X14,5 სმ (25,5X20,5)[15]; ნაწერია მრგლოვანი შრიფტით ორ სვეტად, თითოეულში კი ოცდასამი სტრიქონია.მასში არ არის დასათაურებული თავები ან ქვეთავები. ხელნაწერი იწყება პავლეს ეპისტოლეებით(1r-45v), შემდეგ მოდის მოციქულთა საქმე(33r-118v) და იაკობის კათლიკე ეპისტოლენი(118v-121v), ხელნაწერს არ აქვს სტიქომეტრია. პავლეს ეპისტოლეებს აკლია:

  1. რომაელთა მიმართ;
  2. კორინთელთა მიმართ (პირველი);
  3. კორინთელთა მიმართ (მეორე)(1-2,10);
  4. თესალონიკელთა მიმართ (პირველი) (4,11-5,28);
  5. თესალონიკელთა მიმართ (მეორე);
  6. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე(1-5,5);

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი დათარიღებულია 977 წლით. აქვს ანდერძიც, საიდანაც ვიგებთ, რომ ხელნაწერის მომგებელი ყოფილა კჳირიკე (მიძნაძორელი) თუაის ხუცესი, გადამწერი კი კჳირიკე სოხასტრელი. ხელნაწერი სინის მთის ქართული კოლექციიდან არის. ხელნაწერის ნაწილად არის მიჩნეული კოლექციის N58, N31 და N60 დოკუმენტები.

Ⴄ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩასმულია მუყაოს ყდაში;ნაწერია ეტრატზე;შეიცავს 237 ფურცელს, ზომით 22,3X17,2 სმ.ნაწერია ადრინდელი ნუსხური შრიფტით ორ სვეტად შავი მელნით, სათაურები და საგანგებო ადგილები სინგურითაა შესრულებული. 1,8 სმ-ით დაშორებულ სვეტებში 23 სტრიქონია; ტექსტის ზომაა 18,2x11,8 სმ. მთლიანი ტექსტი ნაწერია ერთი ხელით, მაგრამ გადამწერის ვინაობა უცნობია.ხელნაწერი იწყება პავლეს ეპისტოლეებით (1r-124r), შემდეგ მოდის მოციქულთა საქმე (124r-194v) და კათოლიკე ეპისტოლეები(194v-222r). პავლეს ეპისტოლებს აკლია: რომაელთა მიმართ(5,2-10,13). ხელნაწერს Ⴃ-ს მსგავსად არ აქვს სტიქომეტრია და არც თავები ან ქვეთავებია დასათაურებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს ანდერძი, საიდანაც ვიგებთ მომგებლის ვინაობას, დაწერის ადგილსა და დროს.

პოლიოკტოსის კურთხევა
ალეპოს აღება ნიკიფორე II ფოკას მიერ

მომგებელი ყოფილა მიქაელ მღვდელი, დაწერის ადგილი ულუმბო, ხოლო დრო ნიკიფორე ფოკას კეისრობისა და პოლიოკტოსის პატრიარქობისა.(Xს.-ის 60-იანი წლები). ხელნაწერი ათონის ივერიის მონასტრის ქართული კოლექციიდანაა.

C რედაქციის ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

C(გიორგისეული) რედაქცია მოიცავს სამ — , , ხელნაწერს. მოცემული ჯგუფის ხელნაწერები მცირედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სხვაობა მხოლო ორთოგრაფიული ხასიათისაა. რედაქცია გიორგი მთაწმინდელის თარგმანზე არის დაფუძნებული.

გიორგი მთაწმინდელის ფრესკა ივერთა მონასტერში

Ⴅ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს გაცვეთილი ტვიფრული ტყავის ყდა; შემორჩენილი აქვს ერთი საკეტი; შეიცავს 265 ფურცელს (16x10 სმ), საიდანაც 249 ძველი ეტრატია, ხოლო 16 ადრინდელი (XVIII ს.) ქაღალდი. ნაწერია ნუსხური შრიფტით ერთ სვეტად შავი მელნით, სათაურები და საგანგებო ადგილები კი სინგურითაა აღნიშნული. ტექსტის ზომაა 12X7 სმ. კაბადონი შეიცავს 25-26 სტრიქონს. ხელნაწერი იწყება მოციქულთა საქმით(1r-67v), შემდეგ მოდის კათოლკე ეპისტოლენი(67v-98v), ხოლო ბოლოს პავლეს ეპისტოლენი(100r-228v).სტიქომეტრია დანაწილებულია თითოეულ ეპისტოლეზე;ამგვარი სტრუქტურით იგი განსხვავდება ძველი რედაქციის ხელნაწერებისაგან.ნუსხა ასევე შეიცავს სხვა 8 მცირე ზომის თხზულებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს მოეპოვება ორი ანდერძი:ა. მთარგმნელისა და ბ. გამადამწერისა.


ვიკიციტატა
„ა.გიორგი მთაწმინდელის: "წმინდანო მამანო, ესე წმინაჲ წიგნი და ყოვლისა სოფლისა მოძღუარი მე, გლახაკმან გიორგი ხუცესმონაზონმან , ვთარგმნე მთაწმინდის სულიერისა მოძღურისა ჩემისა გიორგის[16] ბრძანებითა და ...."(228v-229r)“


ვიკიციტატა
„ბ.გიორგი ხუცეს მონაზონის(მცირე): "ეგრეთვე პირველ თარგმნილისა თჳთ წმიდისა ჩუენისა მამისა გიორგი მთაწმიდელისა ნუსხისა მეორედ გარდმოწერელისაგან დავწერე ესე მესამე... [17].“


ხელნაწერი არქმიანდრიტ ტარასის შეუწირავს ქვათახევის მონასტრისათვის 1864 წელს, რაც ირკვევა მისივე მინაწერიდან(249 r). დღეს იგი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში ინახება. (A 584).

Ⴆ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი ნაწერია ნუსხური შრიფტით ერთ სვეტად; შეიცავს 231 გვერდს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება. ხელნაწერის მთარგმნელი და განმაახლებელი იყო გიორგი მთაწმინდელი, ხოლო მომგებელი ნიკოლა. არ არის გადმაწერი დასახელებული, თუმცა, კორნელი დანელიას მიხედვით, ნიკოლა უნდა იყოს გადამწერიც, რადგან იგი სხვადასხვა მინაწერში პირველ პირში საუბრობს.მოცემული ხელნაწერის საუკეთესოდ გამოხატავს C რედაქციას, ამიტომ სავარაუდოა, რომ ის გიორგის ავტოგრაფიდან არის გადმოწერილი, ხოლო მეცნიერების მეორე ნაწილი[18] მას უშუალოდ ავტოგრაფად მიიჩნევენ.

Ⴡ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს ტყავგადაკრული ხის დაზიანებული ყდა(ქვედა ყდა დაკარგულია);ნაწერია ეტრატზე, თუმცა გვიანდელი(XVI ს.) ფურცლები ქაღალდისაა; ეტრატი ძლიერ დაზიანებულია, ამოჭრილი და დახეულია რამდენიმე ფურცელი(45, 96-106). შეიცავს 252 ფურცელს( 225 ეტრატი და 17 ქაღალდი(226-225 ფფ.)), ზომით 23X17 სმ. ტექსტის ზომაა 17X12,5 სმ. ნაწერია ნუსხური შრიფტით ერთ სვეტად, რომელიც შედგება 24-25 სტრიქონისაგან.სათაურები შესრულებულია სინგურით. ხელნაწერი შეიცავს: მოციქულთა საქმეს(1R-63V), კათოლიკე ეპისტოლეებს(63v-95r) და პავლეს ეპისტოლეებს(95r-225r).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი მეცამეტე საუკუნთ თარიღდება. აქვს რამდენიმე მინაწერი, რომლებიც ეხება ნიქოზელ ეპისკოპოსებსა და მეფეთა შორის მოლაპარაკებებს ნიქოზის მონასტრის მამულებზე.

ვიკიციტატა
„ჩვენ, ბარლაბე ნიქოზელმა ჟამთა ვითარებისაგან მიშლილ-მოშლილიყო ნიქოზის საყდრის მამული.ძველი სიგელებიც იყო. მივედით ჩვენ შანოზ მეფე[ს]თან...(111 v)“
ვიკიციტატა
„ჩვენ, ნიკოლოზ ნიქოზელ ეფისკოპოზმა(!) მივედით ხვთივ გვირგვინოსან მეფე თეიმურაზთან...."(111 v)“
ვიკიციტატა
„ჩვენ, ზებედე ნიქoზელმა მივედით ხვთივ გვირგვინოსან მეფე ერეკლესთან...(112 r)“

პირველ მინაწერში აღნიშნული მეფე არის ვახტანგ მეხუთე, იგივე შაჰნავაზი. ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში (A 34).

D რედაქციის ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

D(ეფრემ მცირისეული) რედაქცია უშუალოდ ემყარება C რედაქციას. დღესდღეობით ეფრემ მცირისეული რედაქციის უფრო მეტი რაოდენობა არის მოღწეული ჩვენამდე, თუმცა ეკლესიამ კანონიკურად გიორგისეული რედაქცია ცნო. D ჯგუფი შედგება სამი — , , ხელნაწერისაგან. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ხასიათდება სკრუპულოზურობითა და ბერძნულ წყაროსთან სიახლოვით.

Ⴇ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს ტყაგადაკრული ხის დაზიანებული ყდა;ნაწერია ეტრატზე;შეიცავს 343 ფურცელს, ზომით 23X14,5 სმ; ნაწერია ნუსხური შრიფტით ორ სვეტად შავი მელნით, სათაურები და საგანგებო ადგილები შესრულებულია სინგურით.ტექსტის ზომაა 17X10,5 სმ; სვეტებს შორის მანძილია 1 სმ; სვეტში არის 22 სტრიქონი. სხვა ხელით, მაგრამ იმავე მელნითაა ნაწერი შემდეგი გვერდები: 87r-v, 270r-v, და 303r-v. ფურცლები 1r-v და 342r-v ცარიელია. პალიმფსესტური გვერდებია 266r და 269v. თავდაპირველი ტექსტი დიდი ფორმატის იყო, მეორედ გამოყენებისას კი შუაზე გაკეცეს. ხელნაწერი იწყება მოციქულთა საქმით(2r-97v), შემდეგ მოდის კათოლიკე ეპისტოლეები(97v-143r) და სრულდება პავლეს ეპისტოლეებით(143r-330r). ეპისტოლეებს საკუთარი "უწყებაჲ" და "თავნი" წინ უძღვის.მოცემულ ხელნაწერი მნიშვნელოვანი კომპონენტია რედაქციული ჯგუფისა, რადგან ტექსტი სრული სახითაა მოღწეული.რაც შეეხება მის მახასიათებლებს, ის "ჰიბრიდული" ხელნაწერია, რადგან ხშირად ეფრემისეული რედაქციისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ანაცვლებს გიორგისეული რედაქციისა.კორნელი დანელიას მიხედვით, გადამწერს ორივე რედაქციის ხელნაწერი უნდა ჰქონოდა, ხოლო სადავო ადგილებში C-ს ანიჭებდა უპირატესობას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი თარიღდება XIV საუკუნით; გადამწერის ვინაობა უცნობია, ხოლო გამაცხოვლებლის სახელია იონათამი, რომელსაც ვიგებთ დ მინაწერიდან, ხოლო ა მინაწერიდან ვიგებთ, რომ ხელნაწერი ეკუთვნოდა გარეჯის დოდოს მონასტერს, ხოლო ანდერძში აღნიშნულია თარიღი ტჟზ, ანუ 1707 წელი. ანდერძი: ხელნაწერი თარიღდება XIV საუკუნით; გადამწერის ვინაობა უცნობია, ხოლო გამაცხოვლებლის სახელია იონათამი, რომელსაც ვიგებთ დ მინაწერიდან, ხოლო ა მინაწერიდან ვიგებთ, რომ ხელნაწერი ეკუთვნოდა გარეჯის დოდოს მონასტერს, ხოლო ანდერძში აღნიშნულია თარიღი ტჟზ, ანუ 1707 წელი. ანდერძი:

ვიკიციტატა
„ქ. დამბადებელო და ღმერთო ჩუენო, შენი რისხვა მოუვლინე და სინანული და ლოცვა მისი შეიწირე, ვითარცა წამების წინასწარმეტყუელი დავით, და ნურათმაც სინანულით ნუ იქნების ჴსნა სულისა მისისა, ვინც და რამანც ხორციელმან კაცმან ანუ ბერმან ერისკაცმან ეს წმინდა სამოციქულო წმინდისა დოდოს მონასტერს გამოაჴვას და გამოსწიროს. შენი მონასტრის საფასით სყიდულ არს ესე ქკ*სა ტჟზ (344v)“


მინაწერები:

ვიკიციტატა
„ა."ეს სამოციქულო წმინდის დოდოსი არის, ვინც გამოსწიროს რისხვიდეს (1r);“
ვიკიციტატა
„ბ. "საბას, ღმერთო შეუნდვე და მისნი ცოდვანი შეუნდოს ღმერთმან (130 v);“
ვიკიციტატა
„ გ. "სულსა მთავარეპისკოპოზისა იოვანესა განუსჱნო და შეუნდოს ქრისტემან ღმერთმან, ამენ (318 v);“
ვიკიციტატა
„ დ. "ამისა მამაცხოველსა იონათამს დღეგრძელობით შეუნდვეს ღმერთმა, ამენ"(326 v).“

ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში (A 137).

Ⴈ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერს აქვს მოცილებული ტყავგადაკრული ხის ყდა; შეიცავს 245 ფურცელს, ზომით 34,3X24,5 სმ; ნაწერია ნუსხური ხელით ორ სვეტად შავი მელნით, სათაურები და საწყისები კი შესრულებულია სინგურით; ტექსტის ზომაა 24,6X14,7 სმ; სვეტებს შორის მანძილია 1,6 სმ, ხოლო თითოეული მათგანი შეიცავს 20 სტრიქონს. ხელნაწერის რამდენიმე ფურცელი დაკარგულია; ხშირად რთულია გვერდების ზედა ნაწილი წაკითხვა. პირველი თხზულებაა მოციქულთა საქმე (1r-65v), შემდეგ მოდის კათოლიკე ეპისტოლეები (66r-100v) და პავლეს ეპისტოლეები (101r-241v). პავლეს ეპისტოლეთაგან აკლია:

  1. რომაელთა მიმართ (2,18-3,7);
  2. გალატელთა მიმართ (5,19-6,12);
  3. ეფესელთა მიმართ (1,1-1,8;2,9-3,18;4,16-5,27;"უწყების" ბოლო, "თავნის" ნაწილი);
  4. პირველი ტიმოთეს მიმართ (1,1-1,12; "თავნის" ნაწილი);
  5. მეორე ტიმოთეს მიმართ ("უწყების" ნაწილი);
  6. ტიტეს მიმართ (1,6-3,15);
  7. ფილემონის მიმართ (მთლიანად).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი თარიღდება XI-XII საუკუნეებთ; დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A 677).

Ⴉ ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში; შეიცავს 227 ფურცელს, ზომით 28X19 სმ; ნაწერია ნუსხური შრიფტით ორ სვეტად, თითეულ მათგანში 26 სტრიქონია. ამოჭრილია 4 ფურცელი, 1 თავში, ხოლო 3 ბოლოში, რომელთა ძირებია შემორჩენილი. დაუწერელია 118 r. თხზულებათა რიგი შემდეგნაირია: საქმე მოციქულთა (14r-81v), კათოლიკე ეპისტოლეები (82r-117v) და პავლეს ეპისტოლეები (119r-277v). პავლეს ეპისტოლეთაგან აკლია: ტიტეს მიმართ (3,9-3,15) და ფილემონის მიმართ (მთლიანად).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი თარიღდება XIII საუკუნით.იერუსალიმის ჯვრის ამაღლების მონასტრიდან 1820 წელს ჩამოიტანა გიორგი ავალიშვილმა.მას მისაელ მიტროპოლიტმა აჩუქა 200-ზე მეტი ხელნაწერი,თუმცა გ. ავალიშვილმა მათგან მხოლოდ და მხოლოდ 9 აირჩია.1841 წელს კი ეს ხელნაწერები პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ შეიძინა.ამაზე მოგვითხრობს მინაწერი: "წელსა ჩყკ, აპრილის დ მივიღე წიგნი ესე საქმისათჳს თავთასა იეროსალიმს ჯვარის ამაღლების მონასტრიდამ ბრძანებითა წმიდისა პეტრას მიტროპოლიტის მისაელისა და სრულიად კრებულისა მისისა ნებართვითა თავადმან გიორგი ავალოვმან." ხელნაწერს რამდენიმე რთულად წასაკითხი მინაწერი, რომელიც ძველი მხედრული ხელითაა შესრულებული.(15v, 146v-147r, 148r, 154r,156v, 183v, 291r, 258v-259r); გვხვდება გვიანდელი მხედრული მინაწერებიც ( 1r, 121r, 122v, 221v, 263r, 145v-146r.)

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "საქმე მოციქულთა", გამოსცა ილ. აბულაძემ, ა. შანიძის რედაქციით, თბილისი, 1950;
  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A კოლექციისა), ტომი: 11, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1974;
  3. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A კოლექციისა), ტომი: 12, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1976;
  4. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A კოლექციისა), ტომი: 21, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2004;
  5. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (სინური კოლექცია), ნაკვეთი 1, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1978;
  6. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (სინური კოლექცია), ნაკვეთი 2, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1979;
  7. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ივ. ჯავახიშვილი, თბილისი, 1947;
  8. описание грузинских рукописей синайского монастыря,Н.Марр, Москва - Санкт-Петербург, 1940;
  9. Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае, А. Цагарели, Санкт-Петербург, 1888;
  10. ძველი ქართული ენის კათედრის შრომიები, ტომი 16, გამოსაცემად მოამზადეს ქ. ძოწენიძემ და კ. დანელიამ, ა. შანიძის რედაქციით, თბილისი, 1974 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრიტიკული ტექსტის დასადგენად გამოყენებული უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები
  2. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/337560
  3. http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5189
  4. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268226
  5. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268227
  6. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268226
  7. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268143
  8. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268322
  9. https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3d/%D0%A6%D0%B0%D0%B3%D0%B0%D1%80%D0%B5%D0%BB%D0%B8_%D0%90.%D0%90._%D0%9F%D0%B0%D0%BC%D1%8F%D1%82%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%B8_%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D1%81%D1%82%D0%B0%D1%80%D0%B8%D0%BD%D1%8B_%D0%B2_%D0%A1%D0%B2%D1%8F%D1%82%D0%BE%D0%B9_%D0%97%D0%B5%D0%BC%D0%BB%D0%B5_%D0%B8_%D0%BD%D0%B0_%D0%A1%D0%B8%D0%BD%D0%B0%D0%B5._%28%D0%9F%D0%9F%D0%A1%2C_%D0%B2%D1%8B%D0%BF%D1%83%D1%81%D0%BA_10._1888%29.pdf
  10. http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5325
  11. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268207
  12. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268119
  13. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს აკლია მე-4,მე-5,მე-6 თავები
  14. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეს აკლია 1-ლი, მე-2 და მე-13 თავები
  15. ხელნაწერის ნაწილად მიიჩნევენ კოლექციის სხვადასხვა დოკუმენტს, ამიტომ მათ აღწერილობებში ზომები განსხვავდება
  16. ეს მოძღვარი არის გიორგი შეყენებული, რომელიც ანტიოქიის მახლობლად მოღვაწეობდა და ერთ დროს იყო გიორგი მთაწმინდელის ხელმძღვანელი
  17. ანდერძის ბოლო დათრიღება მიანიშნებს ქორონიკონით მეოთრმეტე მოქცევასა და 303 წელს, სამყაროს დასაბამიდან 6687 წელს, ეს კი ჩვენი წელთააღრიცხვით არის 1083 წელი.
  18. ალექსანდრე ცაგარელი(1844-1929) და რობერტ პირპონტ ბლეიკი (1886-1950)