პავლე ლისიციანი
| პავლე ლისიციანი | |
|---|---|
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1911 |
| დაბ. ადგილი | ვლადიკავკაზი |
| გარდ. თარიღი | 6 ივნისი, 2004 (92 წლის) |
| გარდ. ადგილი | მოსკოვი |
| დასაფლავებულია | Armenian Cemetery |
| ეროვნება | სომხები[1] |
| პავლე ლისიციანი ვიკისაწყობში | |
პავლე (პოღოს) გერასიმის ძე ლისიციანი (სომხ. Պավել (Պողոս) Գերասիմի Լիսիցյան; დ. 6 ნოემბერი, 1911, ვლადიკავკაზი - გ. 6 ივლისი, 2004, მოსკოვი) — საბჭოთა, სომეხი და რუსი საოპერო მომღერალი ( ბარიტონი) და პედაგოგი, პროფესორი. სსრკ სახალხო არტისტი (1956). შრომის წითელი დროშის 2 ორდენის კავალერი (1939, 1951).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია. სხვადასხვა წლებში იყო ლენინგრადის ოპერის თეატრის, ერევნის ოპერის თეატრისა და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. პავლე ლისიციანის ფართო, მოქნილი და ლამაზი ხმა გამოირჩეოდა იშვიათი ხავერდის ტემბრით. შესრულებული აქვს როლები: ონეგინი (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), მაზეპა (ჩაიკოვსკი „მაზეპა“), ელეცკი და ტომსკი (ჩაიკოვსკი „პიკის ქალი“), რობერტი (ჩაიკოვსკი „იოლანტა“), კიაზო (ზ. ფალიაშვილი „დაისი“), ჟერმონი (ვერდის „ტრავიატა“). მის მიერ შესრულებული როლები (ვერდის „აიდა“), გრიაზნოი (რიმსკი-კორსაკოვი „მეფის პატარძალი“) და სხვა. მან ასევე შეასრულა ჩაიკოვსკის, რახმანინოვის და სხვა რუსი და სომეხი კომპოზიტორების რომანსები. მას საგასტროლო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
1967-1973 წლებში ლისიციანი მუშაობდა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯერ ლექტორად, შემდეგ პროფესორად და კათედრის გამგედ.[2] [3]
მოსკოვის დიდ თეატრში მუშაობის დროს კონსულტაციებს უწევდა ახალგაზრდა მომღერლებს. ზარა დოლუხანოვასთან ერთად სათავეში ჩაუდგა სსრკ-ის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირთან არსებულ სიმღერის საერთაშორისო სკოლას.
40 წლის განმავლობაში მომღერალი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე გამოდიოდა. მარტო დიდ თეატრში მან 1800 სპექტაკლში იმღერა.
გარდაიცვალა 2004 წლის 6 ივლისს. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სომხურ სასაფლაოზე.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეუღლე — დაგმარა ალექსანდრეს ასული (1916—2016), სსრკ სახალხო არტისტის - ზარა დოლუხანოვას (1918—2007) და.
პავლე ლისიციანის ქალიშვილები: კარინე ლისიციანი (დ. 1938, მეცო-სოპრანო), რუზანა ლისიციანი (დ. 1945, სოპრანო, საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი 1974, ნიდერლანდები) და უმცროსი ვაჟი რუბენ ლისიციანი (დ. 1945, დრამატული, ტენორი, შუმის კონკურსის ტენორი.: 1969, გერმანია), არიან მოსკოვის ფილარმონიის მომღერლები. უფროსი ვაჟი - რუბენ ლისიციანი (დ. 1943), თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი და პოეტი. მისი შვილიშვილი ელენა ლისიცია ნიუ-იორკში ცხოვრობს.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1939 — სომხეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტი
- 1939, 1951 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1945 — მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
- 1951 — რსფსრ სახალხო არტისტი
- 1956 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1976 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1985 — რობერტ შუმანის პრემია
- 2002 — ირინა არხიპოვას ფონდის ოქროს მედალი
- მედალი მამაცობისათვის“

ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს კარინა, რუზანა და რუბენ ლისიციანებმა შექმნეს პავლე ლისიციანის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რომლის მოშაობის ფარგლებში ორგანიზაციე უკეთდება მრავალრიცხოვან კონცერტებს, მასტერ-კლასებს, შემოქმედებით სემინარებს.
2008 წ. მოსკოვში გაიმართა პ. ლისიციანის სახელობის ბარიტონების I საერთაშორისო კონკურსი.
პავლე ლისიციანის 100 წლისთავზე ერევანში, იმ სახლზე, სადაც გამოჩენილი მომღერალი თავის ოჯახთან ერთად 1937-1940 წლებში ცხოვრობდა, გაიხსნა სამახსოვრო დაფა[4]
მემორიალური დაფა გაიხსნა ასევე მოსკოვსა (ტვერის ქ. 8 / 1 და ვლადიკავკაზში (ცაგოლოვის ქ. 11).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Պետրոսյան Մ., Պավել Լիսիցյան, Ե., 1973
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Հայկական սովետական հանրագիտարան / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2000.
- ↑ Պավել Լիսիցյան - 100. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-07. ციტირების თარიღი: 2020 թ․ նոյեմբերի 27.
- ↑ Ով ով է. Հայեր. Կենսագրական հանրագիտարան, հատոր առաջին, Երևան, 2005.
- ↑ Памятную доску Павла Лисициана открыли в Ереване к его 100-летию
- დაბადებული 6 ნოემბერი
- დაბადებული 1911
- გარდაცვლილი 6 ივლისი
- გარდაცვლილი 2004
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა საოპერო მომღერლები
- ბარიტონები
- XX საუკუნის საოპერო მომღერლები
- სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- სკკპ-ის XXII ყრილობის დელეგატები
- რუსი საოპერო მომღერლები
- სომეხი მომღერლები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სომხეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- მედლით მამაცობისათვის დაჯილდოებულები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები