პავლე კამნევი
პავლე კამნევი | |
---|---|
რუს. Камнев Павел Иванович | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 14 ნოემბერი, 1937 |
დაბ. ადგილი | მაჰაჩყალა |
გარდ. თარიღი | 9 იანვარი, 2023 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ეკატერინბურგი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მეცნიერი და აეროკოსმოსური ინჟინერი |
ალმა-მატერი | მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | მედალი „შრომის ვეტერანი“, საპატიო ნიშნის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი, სვერდლოვსკის ოლქის საპატიო მოქალაქე, საიუბილეო მედალი „რუსეთის ფლოტის 300 წელი“, მედალი „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი ს. გ. გორშკოვი“ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია |
პავლე ივანეს ძე კამნევი (დ. 14 ნოემბერი, 1937, მაჰაჩყალა — გ. 9 იანვარი, 2023, ეკატერინბურგი) — საბჭოთა და რუსი რაკეტმშენებლობის კონსტრუქტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი (2017-დან).
წითელი დიპლომით დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, რის შემდეგაც მუშაობდა სვერდლოვსკის კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანაში. ინჟინრიდან მიაღწია მთავარი კონსტრუქტორის პირველი მოადგილის თანამდებობას (წარმოების ხელმძღვანელი). 1991 წელს გახდა საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო „ნოვატორის“ მთავარი კონსტრუქტორის პირველი მოადგილე, შემდეგ — მისი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა მრავალი სარაკეტო კომპლექსის (მ.შ. „კალიბრის“) შემუშავებაში, ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო-საჰაერო ძალების, რაკეტ- და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სხვადასხვა კლასის სარაკეტო შეიარაღების ათეულობით ნიმუშის შექმნისა და მოდერნიზაციის სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაოებს.[1]
ორჯერ ჰქონდა მიღებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (1997, 2006). 2016 წელს მიენიჭა შრომის გმირის წოდება.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პავლე კამნევი საიტზე „ქვეყნის გმირები“ (რუსული).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „Умер разработчик ракет "Калибр" Павел Камнев“. РИА Новости (რუსული). 2023-01-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
- დაბადებული 14 ნოემბერი
- დაბადებული 1937
- გარდაცვლილი 9 იანვარი
- გარდაცვლილი 2023
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- რუსი მანქანათმშენებლები
- ტექნიკურ მეცნირებათა დოქტორები