პავლე აბანკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პავლე სერგეის ძე აბანკინი (რუს. Па́вел Серге́евич Аба́нькин; დ. 18 სექტემბერი, 1902, ოგარიოვო-პოჩკოვო — გ. 15 აგვისტო, 1965, ლენინგრადი) — საბჭოთა ადმირალი (1951). სკკპ წევრი 1920 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი, ხოლო 1937 წელს სამხედრო-საზღვაო აკადემია. იყო ეისკის სამხედრო-საზღვაო საავიაციო სასწავლებლის სამხედრო კომისარი. 1939 წლის ივნისიდან — წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო საბჭოს წევრი. 1940 წლიდან ამურის, ხოლო 1943 წლიდან ონეგის სამხედრო ფლოტილიის სარდალი. 1944 წელს სამხედრო-საზღვაო აკადემიის უფროსი. 1945 წლიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილე, 1952-1958 წლებში სამხედრო საზღვაო ფლოტის ჰიდროგრაფიული სამმართველოს უფროსი. 1960 წლიდან თადარიგშია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]