პავლეურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პალვეურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პავლეურში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია სწორკუთხა სამკუთხედის აღმოსავლეთ კედლის ნაწილი. სამკუთხედის ქვეშ გაითხარა უინვენტარო აკლდამა. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]