შინაარსზე გადასვლა

პაველ ადამოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაველ ადამოვიჩი
პაველ ადამოვიჩი
გდანსკის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1997 – 14 იანვარი, 2019
წინამორბედიტომას პოსაცკი
მემკვიდრეალექსანდრა დულკიევიჩი (მ/შ)

დაბადებული2 ნოემბერი, 1965
გდანსკი, პოლონეთის სრ (დღეს პოლონეთი)
გარდაცვლილი14 იანვარი, 2019 (53 წლის)
გდანსკი, პოლონეთი
პოლიტიკური პარტიალიბერალ-დემოკრატიული კონგრესი (1990–1994)
კონსერვატიული პარტია (1994–1997)
სახალხო კონსერვატიული პარტია (1997–2001)
სამოქალაქო პლატფორმა (2001–2015)
დამოუკიდებელი (2015-2019)
მეუღლემაგდალენა აბრამსკა
შვილები2

პაველ ბოგდან ადამოვიჩი (პოლ. Paweł Bogdan Adamowicz; დ. 2 ნოემბერი, 1965, გდანსკი, პოლონეთის სრ — გ. 14 იანვარი, 2019, გდანსკი, პოლონეთი) — პოლონელი პოლიტიკოსი და იურისტი, რომელიც 1998 წლიდან 2019 წლამდე, სანამ დანით მოკლავდნენ, იყო პომერანიის სავოევოდოს ქალაქ გდანსკის მერი.

ადამოვიჩი 1988 წლის გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და გაფიცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 1990 წელს აირჩიეს გდანსკის საკრებულოს წევრად, 1994 წელს, მეორე ვადით არჩევის შემდეგ, გახდა საკრებულოს თავმჯდომარე; ამ პოსტს 1998 წლამდე იკავებდა. 1998 წელს აირჩიეს გდანსკის მერად, 2002 წელს ხმების 72%-ით კვლავ დარჩა ამ თანამდებობაზე.[1] 2018 წელს ისევ აირჩიეს მერად, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ცნობილი იყო როგორც პროგრესული ხმა, ლგბტ თემის უფლებების, ემიგრანტებისა და უმცირესობათა ჯგუფების მხარდამჭერი.[2]

2019 წლის 13 იანვარს, ადამოვიჩი გდანსკში მიმდინარე საქველმოქმედო ღონისძიების დროს დანით დაჭრეს. მომდევნო დღეს, ადამოვიჩი 53 წლის ასაკში, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

  1. „Padły bastiony Sojuszu“ (fee required). Gazeta Wyborcza. 12 November 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 February 2012. ციტირების თარიღი: 5 November 2009.
  2. „Gdansk mayor Pawel Adamowicz dies after being stabbed in heart on stage“.