პაგანის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაგანი, სამეფოს დედაქალაქი

პაგანის სამეფობირმელების პირველი სახელმწიფო XI-XIII საუკუნეებში. დააარსა ანორათამ, რომელმაც გააერთიანა, ახლანდელი მიანმარის თითქმის მთელი ტერიტორია. 1057 წლიდან პაგანებმა შემოიერთეს მონების სახელმწიფოები (სამხრეთ ბირმა) და გახდნენ ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ადმინისტარციულ-ეკონომიური ცენტრი იყო ჩაუნეს ოლქი - ბრინჯის ბეღელი. ვაჭრობდა ჩინეთთან, ციელონთან და ინდოეთთან. სახელმწიფო რელიგია იყო ბუდიზმი. ქვეყანაში ინტენსიურად აშენებდნენ ტაძრებს (დაახლოებით 5 ათასი ტაძარი და პაგოდა), განსაკუთრებით ჩანზიტის გამგებლობის (1084-1112 წწ.) დროს. XIII საუკუნეში პანდების სახელმწიფოს ჩამოშორდა მონათა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. 1283 წელს, მონღოლთა ცხენოსანი ჯარის მიერ კაუნგსინესთან განადგურების შემდეგ პაგანებმა შეწყვიტეს არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბსანძე. თ, კელაპტრიშვილი. ო, აბსანძე. გ, მსოფლიოს სამეფო დინასტიები ლექსიკონი, თბ., 2018, გვ. 175