პაბლო საბალეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პაბლო ზაბალეტა)
პაბლო საბალეტა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პაბლო ხავიერ საბალეტა ხიროდი
დაბადების
თარიღი
16 იანვარი, 1985 (1985-01-16) (39 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 176 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალბანეთი (ასისტენტი)
ახალგაზრდული კარიერა
1995–1997 ობრას სანიტარიასი
1997–2002 სან-ლორენსო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2005 სან-ლორენსო 66 (8)
2005–2008 ესპანიოლი 79 (3)
2008–2017 მანჩესტერ სიტი 230 (9)
2017–2020 ვესტ ჰემ იუნაიტედი 73 (0)
სულ 448 (20)
ეროვნული ნაკრები
2003–2005 არგენტინა 20-წლ. 28 (4)
2008 არგენტინა 23-წლ. 9 (0)
2005– არგენტინა 58 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2023– ალბანეთი (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

პაბლო ხავიერ საბალეტა ხიროდი (ესპ. Pablo Javier Zabaleta; დ. 16 იანვარი, 1985, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის,[3] 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2023 წლის იანვრიდან ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუენოს-აირესში დაბადებული საბალეტა გაიზარდა არესიფესში. კარიერა დაიწყო 2002 წელს 12 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ადგილობრივი „ობრას სანიტარიასიდან“ საფეხბურთო კლუბ სან-ლორენსო დე ალმაგროს ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. თავდაპირველად იგი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მარჯვენა ნახევარმცველად განაგრძო თამაში.

საბალეტა „ესპანიოლში“ 2005 წელს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მას შემდეგ, რაც მისი კაპიტნობით არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2005 წლის ფიფას მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. 2005–06 წლების სეზონში „ესპანიოლთან“ ერთად კოპა დელ რეის დაეუფლა, როდესაც ფინალში მისმა კლუბმა „რეალ სარაგოსას“ დამაჯერებელი ანგარიშით 4–1 მოუგო. საბალეტამ შეხვედრის მთელი 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

2007 წლის იანვარში მიღებულმა მხრის ტრავმამ მოედანს თითქმის სამი თვის განმავლობაში ჩამოაცილა, თუმცა ამ დროისთვის იგი უკვე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა. მოგვიანებით, სეზონის ბოლოს, მან მონაწილეობა მიიღო 2006–07 წლების უეფას თასის ფინალში, სადაც „ესპანიოლი“ პენალტების სერიაში ასევე ესპანურ „სევილიასთან“ დამარცხდა.

2008 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც უარი თქვა „იუვენტუსის“ შეთავაზებაზე, საბალეტა პრემიერ-ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა.[4] თავისი პირველი გოლი „სიტის“ რიგებში 2009 წლის 17 იანვარს „უიგან ატლეტიკის“ კარში გაიტანა და მატჩიც საბოლოოდ „ქალაქელთა“ გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[5]

„მანჩესტერ სიტისთან“ ერთად საბალეტამ ინგლისური ფეხბურთის ყველა მთავარი ჯილდო მოიგო: ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი (იხ. საკლუბო მიღწევები).

2017 წლის ზაფხულში ლონდონურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გადასვლამდე საბალეტამ „მანჩესტერ სიტიში“ ცხრა სეზონის განმავლობაში 333 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით.

2020 წლის 16 ოქტომბერს საბალეტამ თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 17 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მატჩი ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშის სტადიონზე გაიმართა და მას 27 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ლეო ფრანკო, რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინცე, ლუკას ბერნარდი, ანდრეს დ'ალესანდრო,[კომ. 1] ლუჩო გონსალესი, მაქსი როდრიგესი, ლიონელ სკალონი, ხუან პაბლო სორინი, ერნან კრესპო, ლისანდრო ლოპესი[კომ. 2]. საბალეტა შეხვედრის 82-ე წუთზე ლუჩო გონსალესის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[6]

მომდევნო სამი შეხვედრა, რომელიც საბალეტამ ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა, არგენტინელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. 2005 წლის 3 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გამართული შეხვედრა არგენტინელებმა მინიმალური სხვაობით (0–1) პარაგვაელებთან წააგეს. ეს იყო საბალეტას მეორე სანაკრებო მატჩი, ხოლო მესამედ არგენტინელთა რიგებში მან ზუსტად ერთი წლის შემდეგ 2006 წლის 3 სექტემბერს ბრაზილიელთა წინააღმდეგ „ემირეიტსზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბრაზილიელებმა 3–0 მოიგეს.[7] მომდევნო და რიგით მეოთხე სანაკრებო შეხვედრა იყო ესპანელებთან გამართული ამხანაგური მატჩი, რომელიც მურსიაში, ნუევა-კონდომინაზე შედგა და შავი ერნანდესისა და დავიდ ვილიას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[8]

2007 და 2009 წლებში საბალეტას ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 2010 წელს მხოლოდ ერთი სანაკრებო მატჩი ითამაშა.

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შენიშვნა შეჯიბრება წყარო
1 17.08.2005 ბუდაპეშტი უნგრეთი უნგრეთის დროშა 1–2 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე შესვლა after 82 წუთი 82' ამხანაგური [9]
2 03.09.2005 ასუნსიონი პარაგვაი პარაგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა Booked after 84 minutes 84' მსოფ. შესარჩევი [10]
3 03.09.2006 ლონდონი ბრაზილია ბრაზილიის დროშა 3–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [11]
4 11.10.2006 მურსია ესპანეთი ესპანეთის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [12]
5 26.03.2008 კაირო ეგვიპტე ეგვიპტის დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე შესვლა after 90 წუთი 90' ამხანაგური [13]
6 08.06.2008 ისტ-რათერფორდი აშშ აშშ-ის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 77 წუთი 77' ამხანაგური [14]
7 10.09.2008 ლიმა პერუ პერუს დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე შესვლა after 87 წუთი 87' მსოფ. შესარჩევი [15]
8 11.08.2010 დუბლინი ირლანდია ირლანდიის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' ამხანაგური [16]
9 09.02.2011 ჟენევა არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 პორტუგალიის დროშა პორტუგალია შეცვლაზე შესვლა after 62 წუთი 62' ამხანაგური [17]
10 01.06.2011 აბუჯა ნიგერია ნიგერიის დროშა 4–1 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [18]
11 05.06.2011 ვარშავა პოლონეთი პოლონეთის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 46 წუთი 46' ამხანაგური [19]
12 20.06.2011 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 4–0 ალბანეთის დროშა ალბანეთი შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' ამხანაგური [20]
13 06.07.2011 სანტა-ფე არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 კოლუმბიის დროშა კოლუმბია ჯგუფი A კოპა ამერიკა [21]
14 11.07.2011 კორდოვა არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა ჯგუფი A კოპა ამერიკა [22]
15 16.07.2011 სანტა-ფე[ა] არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ურუგვაის დროშა ურუგვაი 1/4 ფინალი კოპა ამერიკა [23]
16 02.09.2011 კოლკატა ვენესუელა ვენესუელის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 84 წუთი 84' ამხანაგური [24]
17 06.09.2011 დაკა არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ნიგერიის დროშა ნიგერია შეცვლაზე გამოყვანა after 83 წუთი 83' ამხანაგური [25]
18 07.10.2011 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 ჩილეს დროშა ჩილე მსოფ. შესარჩევი [26]
19 11.10.2011 პუერტო-ლა-კრუსი ვენესუელა ვენესუელის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 65 წუთი 65' მსოფ. შესარჩევი [27]
20 11.11.2011 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ბოლივიის დროშა ბოლივია მსოფ. შესარჩევი [28]
21 15.11.2011 ბარანკილია კოლუმბია კოლუმბიის დროშა 1–2 არგენტინის დროშა არგენტინა მსოფ. შესარჩევი [29]
22 29.02.2012 ბერნი შვეიცარია შვეიცარიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [30]
23 02.06.2012 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 4–0 ეკვადორის დროშა ეკვადორი მსოფ. შესარჩევი [31]
24 09.06.2012 ისტ-რათერფორდი არგენტინა არგენტინის დროშა 4–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია ამხანაგური [32]
25 15.08.2012 ფრანკფურტი გერმანია გერმანიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 66 წუთი 66' ამხანაგური [33]
26 12.10.2012 მენდოსა არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი მსოფ. შესარჩევი [34]
27 16.10.2012 სანტიაგო ჩილე ჩილეს დროშა 1–2 არგენტინის დროშა არგენტინა მსოფ. შესარჩევი [35]
28 14.11.2012 ერ-რიადი საუდის არაბეთი საუდის არაბეთის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა Booked after 61 minutes 61' ამხანაგური [36]
29 06.02.2013 სტოკჰოლმი შვედეთი შვედეთის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 61 წუთი 61' ამხანაგური [37]
30 22.03.2013 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ვენესუელის დროშა ვენესუელა Booked after 86 minutes 86' მსოფ. შესარჩევი [38]
31 07.06.2013 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 კოლუმბიის დროშა კოლუმბია Booked after 75 minutes 75' მსოფ. შესარჩევი [39]
32 10.09.2013 ასუნსიონი პარაგვაი პარაგვაის დროშა 2–5 არგენტინის დროშა არგენტინა Booked after 69 minutes 69' მსოფ. შესარჩევი [40]
33 11.10.2013 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 პერუს დროშა პერუ მსოფ. შესარჩევი [41]
34 15.11.2013 ისტ-რათერფორდი ეკვადორი ეკვადორის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63' ამხანაგური [42]
35 18.11.2013 სენტ-ლუისი არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა ამხანაგური [43]
36 05.03.2014 ბუქარესტი რუმინეთი რუმინეთის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [44]
37 15.06.2014 რიო-დე-ჟანეირო არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა ჯგუფი F მსოფ. ჩემპ. 2014 [45]
38 21.06.2014 ბელუ-ორიზონტი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ირანის დროშა ირანი ჯგუფი F მსოფ. ჩემპ. 2014 [46]
39 25.06.2014 პორტუ-ალეგრი ნიგერია ნიგერიის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა ჯგუფი F მსოფ. ჩემპ. 2014 [47]
40 01.07.2014 სან-პაულუ არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 შვეიცარიის დროშა შვეიცარია 1/8 ფინალი მსოფ. ჩემპ. 2014 [48]
41 05.07.2014 ბრაზილია არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ბელგიის დროშა ბელგია 1/4 ფინალი მსოფ. ჩემპ. 2014 [49]
42 09.07.2014 სან-პაულუ[ბ] არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1/2 ფინალი მსოფ. ჩემპ. 2014 [50]
43 13.07.2014 რიო-დე-ჟანეირო გერმანია გერმანიის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა ფინალი მსოფ. ჩემპ. 2014 [51]
44 03.09.2014 დიუსელდორფი გერმანია გერმანიის დროშა 2–4 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე გამოყვანა after 77 წუთი 77' ამხანაგური [52]
45 11.10.2014 პეკინი ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [53]
46 14.10.2014 ჰონგ-კონგი ჰონგ-კონგი ჰონგ-კონგის დროშა 0–7 არგენტინის დროშა არგენტინა შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60' ამხანაგური [54]
47 12.11.2014 ლონდონი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ხორვატიის დროშა ხორვატია ამხანაგური [55]
48 28.03.2015 ლენდოვერი სალვადორი სალვადორის დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [56]
49 16.06.2015 ლა-სერენა არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი ჯგუფი B კოპა ამერიკა [57]
50 20.06.2015 ვინია-დელ-მარი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 იამაიკის დროშა იამაიკა ჯგუფი B კოპა ამერიკა [58]
51 26.06.2015 ვინია-დელ-მარი[გ] არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1/4 ფინალი კოპა ამერიკა [59]
52 30.06.2015 კონსეპსიონი არგენტინა არგენტინის დროშა 6–1 პარაგვაის დროშა პარაგვაი 1/2 ფინალი კოპა ამერიკა [60]
53 04.07.2015 სანტიაგო[დ] ჩილე ჩილეს დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა ფინალი კოპა ამერიკა [61]
54 13.10.2015 ასუნსიონი პარაგვაი პარაგვაის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა Booked after 34 minutes 34' მსოფ. შესარჩევი [62]
55 02.09.2016 მენდოსა არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი მსოფ. შესარჩევი [63]
56 06.09.2016 მერიდა ვენესუელა ვენესუელის დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა მსოფ. შესარჩევი [64]
57 07.10.2016 ლიმა პერუ პერუს დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა Booked after 69 minutes 69' მსოფ. შესარჩევი [65]
58 10.11.2016 ბელუ-ორიზონტი ბრაზილია ბრაზილიის დროშა 3–0 არგენტინის დროშა არგენტინა მსოფ. შესარჩევი [66]
  1. 4–5 (პენ.) ურუგვაის ნაკრების სასარგებლოდ
  2. 4–2 (პენ.) არგენტინის ნაკრების სასარგებლოდ
  3. 5–4 (პენ.) არგენტინის ნაკრების სასარგებლოდ
  4. 4–1 (პენ.) ჩილეს ნაკრების სასარგებლოდ

არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში მან 2008 წლის 6 თებერვალს გვატემალის ნაკრების წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის „მემორიალ კოლიზეუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი არგენტინელებმა 5–0 მოიგეს.[67][68][69][70][71]

ასევე იყო 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინის ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი, სადაც მან ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ოლიმპიურ თამაშებზე ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შენიშვნა შეჯიბრება წყარო ვიდეო
1 07.08.2008 შანხაი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარის დროშა 1–2 არგენტინის დროშა არგენტინა ჯგუფი A ოლიმპ. თამ. 2008 [72]
3 10.08.2008 შანხაი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ავსტრალიის დროშა ავსტრალია ჯგუფი A ოლიმპ. თამ. 2008 [73]
2 13.08.2008 პეკინი არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 სერბეთის დროშა სერბეთი ჯგუფი A ოლიმპ. თამ. 2008 [74]
4 16.08.2008 შანხაი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1/4 ფინალი ოლიმპ. თამ. 2008 [75] [76]
5 19.08.2008 პეკინი არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1/2 ფინალი ოლიმპ. თამ. 2008 [77] [78]
6 23.08.2008 პეკინი ნიგერია ნიგერიის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა ფინალი ოლიმპ. თამ. 2008 [79] [80]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბალეტა მანჩესტერ სიტის მიერ ინგლისის თასის მოგების შემდგომი ზეიმისას 2011 წლის მაისში

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ესპანიოლი
ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ოლიმპიური ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრემიერ-ლიგის წლის გუნდის წევრი: 2012–13[87]
  • „მანჩესტერ სიტის“ თვის საუკეთესო მოთამაშე: იანვარი 2009,[88] დეკემბერი 2012,[89] იანვარი 2013[90]
  • „მანჩესტერ სიტის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2013

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და გათამაშების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი[ა] ლიგის თასი კონტინენტური[ბ] სხვა[გ] Total
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
სან-ლორენსო 2002–03 არგენტინის პრიმერა 11 0 1 0 12 0
2003–04 არგენტინის პრიმერა 27 3 3 0 30 3
2004–05 არგენტინის პრიმერა 28 5 9 0 37 5
სულ 66 8 13 0 79 8
ესპანიოლი 2005–06 ლა ლიგა 27 2 1 0 7 0 35 2
2006–07 ლა ლიგა 20 0 0 0 9 0 2 0 31 0
2007–08 ლა ლიგა 32 1 4 0 36 1
სულ 79 3 5 0 16 0 2 0 102 3
მანჩესტერ
სიტი
2008–09 პრემიერ-ლიგა 29 1 1 0 1 0 11 0 42 1
2009–10 პრემიერ-ლიგა 27 0 4 0 4 0 35 0
2010–11 პრემიერ-ლიგა 26 2 7 0 1 0 11 0 45 2
2011–12 პრემიერ-ლიგა 21 1 1 0 4 0 5 0 0 0 31 1
2012–13 პრემიერ-ლიგა 30 2 6 1 0 0 5 0 1 0 42 3
2013–14 პრემიერ-ლიგა 35 1 3 0 4 0 6 0 48 1
2014–15 პრემიერ-ლიგა 29 1 1 0 0 0 6 1 0 0 36 2
2015–16 პრემიერ-ლიგა 13 0 3 0 3 0 3 0 22 0
2016–17 პრემიერ-ლიგა 20 1 4 1 1 0 7 0 32 2
სულ 230 9 30 2 18 0 54 1 1 0 333 12
ვესტ ჰემ
იუნაიტედი
2017–18 პრემიერ-ლიგა 37 0 2 0 0 0 39 0
2018–19 პრემიერ-ლიგა 26 0 0 0 1 0 27 0
2019–20 პრემიერ-ლიგა 10 0 2 1 2 0 14 1
სულ 73 0 4 1 3 0 80 1
სულ ჯამში 448 20 39 3 21 0 83 1 3 0 594 24

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩები და გოლები ეროვნული ნაკრებისა და წლების მიხედვით
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
არგენტინა
[91][92]
2005 2 0
2006 2 0
2008 3 0
2010 1 0
2011 13 0
2012 7 0
2013 7 0
2014 12 0
2015 7 0
2016 4 0
ჯამში 58 0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Twitter
ფოტო, ვიდეო და აუდიო
TCDb
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · FBref.com · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · worldfootball.net · Internet Movie Database

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეხვედრის 90-ე წუთზე ანდრეს დ'ალესანდრო მარიო სანტანამ შეცვალა.
  2. მატჩის 64-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად ლიონელ მესი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2014 FIFA World Cup Brazil List of Players // FIFA
  2. Pablo Zabaleta: Overview // premierleague.com
  3. Historial frente a Nigeria: triunfo argentino y consagración mundial
  4. Zabaleta rejects Juventus in favour of move to 'paradise'
  5. Man City 1–0 Wigan / Chris Bevan // BBC Sport
  6. Hungary 1–2 Argentina / Puskás Ferenc Stadion (Budapest)
  7. Brazil 3–0 Argentina / Emirates Stadium (London)
  8. Spain 2–1 Argentina / Estadio Enrique Roca de Murcia (Murcia)
  9. Hungary 1–2 Argentina / Ferenc Puskás Stadium, Budapest
  10. Paraguay 1–0 Argentina / Los Defensores Del Chaco, Asuncion
  11. Brazil 3–0 Argentina / Emirates Stadium, London
  12. Spain 2–1 Argentina / Estadio Nueva Condomina, Murcia
  13. Egypt 0–2 Argentina / Cairo
  14. USA 0–0 Argentina / Giants Stadium, East Rutherford
  15. Peru 1–1 Argentina / Estadio Monumental, Lima
  16. Republic of Ireland 0–1 Argentina / Aviva Stadium, Dublin
  17. Argentina 2–1 Portugal / Stade de Genève, Geneva
  18. Nigeria 4–1 Argentina / Abuja National Stadium
  19. Poland 2–1 Argentina / Stadion Wojska Polskiego, Warsaw
  20. Argentina 4–0 Albania / Estadio Monumental, Buenos Aires
  21. Argentina 0–0 Colombia / Estadio General Estanislao Lopez
  22. Argentina 3–0 Costa Rica / Estadio Mario Alberto Kempes
  23. Argentina 1–1 Uruguay / Estadio General Estanislao Lopez
  24. Venezuela 0–1 Argentina / Salt Lake Stadium, Kolkota
  25. Argentina 3–1 Nigeria / Bangabandhu National Stadium, Dhaka
  26. Argentina 4–1 Chile / Estadio Monumental, Buenos Aires
  27. Venezuela 1–0 Argentina / Estadio José Antonio Anzoátegui
  28. Argentina 1–1 Bolivia / Estadio Monumental, Buenos Aires
  29. Colombia 1–2 Argentina / Estadio Metropolitano R. Meléndez
  30. Switzerland 1–3 Argentina / Stade de Suisse, Berne
  31. Argentina 4–0 Ecuador / Estadio Monumental, Buenos Aires
  32. Argentina 4–3 Brazil / MetLife Stadium, East Rutherford
  33. Germany 1–3 Argentina / Commerzbank Arena, Frankfurt
  34. Argentina 3–0 Uruguay / Estadio Malvinas Argentinas, Mendoza
  35. Chile 1–2 Argentina / Estadio Nacional Julio Martínez Prádanos
  36. Saudi Arabia 0–0 Argentina / King Fahd International Stadium
  37. Sweden 2–3 Argentina / Friends Arena, Stockholm
  38. Argentina 3–0 Venezuela / Estadio Monumental, Buenos Aires
  39. Argentina 0–0 Colombia / Estadio Monumental, Buenos Aires
  40. Paraguay 2–5 Argentina / Los Defensores Del Chaco, Asuncion
  41. Argentina 3–1 Peru / Estadio Monumental, Buenos Aires
  42. Ecuador 0–0 Argentina / MetLife Stadium, East Rutherford
  43. Argentina 2–0 Bosnia and Herzegovina / Busch Soccer Park
  44. Argentina 0–0 Argentina / Arena Națională, Bucharest
  45. Argentina 2–1 Bosnia and Herzegovina / Maracanã, Rio de Janeiro
  46. Argentina 1–0 Iran / WC 2014. Estádio Mineirão, Belo Horizonte
  47. Nigeria 2–3 Argentina / WC 2014. Estadio Beira-Rio, Porto Alegre
  48. Argentina 1–0 Switzerland / Arena Corinthians, São Paulo
  49. Argentina 1–0 Belgium / Estádio Nacional Mané Garrincha, Brasilia
  50. Argentina 0–0 Netherlands / Arena Corinthians, São Paulo
  51. Germany 1–0 Argentina / Maracanã, Rio de Janeiro
  52. Germany 2–4 Argentina / Esprit Arena, Düsseldorf
  53. Brazil 2–0 Argentina / Beijing National Stadium, Beijing
  54. Hong Kong 0–7 Argentina / Hong Kong Stadium, Hong Kong
  55. Argentina 2–1 Croatia / Upton Park London, England
  56. El Salvador 0–2 Argentina / FedExField, Landover
  57. Argentina 1–0 Uruguay / Estadio La Portada, La Serena, Chile
  58. Argentina 1–0 Jamaica / Estadio Sausalito, Vina del Mar, Chile
  59. Argentina 0–0 Colombia / Estadio Sausalito, Vina del Mar, Chile
  60. Argentina 6–1 Paraguay / Estadio Municipal de Concepcion, Chile
  61. Chile 0–0 Argentina / Estadio Nacional Julio Martínez Prádanos
  62. Paraguay 0–0 Argentina / Los Defensores Del Chaco, Asuncion
  63. Argentina 1–0 Uruguay / Estadio Malvinas Argentinas, Mendoza
  64. Venezuela 2–2 Argentina / Estadio Metropolitano de Mérida
  65. Peru 2–2 Argentina / Estadio Nacional de Perú, Lima
  66. Brazil 3–0 Argentina / Estádio Mineirão, Belo Horizonte
  67. Argentina 5–0 Guatemala / Memorial Coliseum, Los Angeles
  68. Argentina 5–0 Guatemala / Los Angeles Memorial Coliseum
  69. Argentina 5–0 Guatemala / Sin esforzarse, los pamperos golearon
  70. Argentina 5–0 Guatemala / Un paseo por Los Angeles // ESPN
  71. Argentina goleó 5-0 a Guatemala // La Jornada
  72. Côte d'Ivoire 1–2 Argentina / Shanghai Stadium, Shanghai
  73. Argentina 1–0 Australia / Shanghai Stadium, Shanghai
  74. Argentina 2–0 Serbia / Workers' Stadium, Beijing
  75. Argentina 2–1 Netherlands / Shanghai Stadium, Shanghai
  76. Argentina 2-1 Netherlands #Olympic Games 2008 Quarter Finals
  77. Argentina 3–0 Brazil / Beijing National Stadium, Beijing
  78. Argentina 3-0 Brazil #Olympic Games Semi-Final 2008
  79. Nigeria 0–1 Argentina / Beijing National Stadium, Beijing
  80. Argentina vs Nigeria - Beijing 2008 Men's Football Final
  81. Pablo Zabaleta: Overview // Premier League
  82. Man City 1–0 Stoke / Phil McNulty // BBC Sport
  83. Man City 0–1 Wigan / Phil McNulty // BBC Sport
  84. Man City 3–1 Sunderland / Phil McNulty // BBC Sport
  85. Liverpool 1–1 Man City / Phil McNulty // BBC Sport
  86. Chelsea 2–3 Man City / Ben Smith // BBC Sport
  87. Premier League Team of the Year // BBC Sport
  88. Awards time for Craig and Pablo // mcfc.co.uk
  89. Etihad Player of the Month: Pablo Zabaleta // mcfc.co.uk
  90. Etihad Player of the Month: Pablo Zabaleta // mcfc.co.uk
  91. Pablo Zabaleta International matches // 11v11.com
  92. Pablo Javier Zabaleta - International Appearances // rsssf.org