პაატა მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაატა მაისურაძე
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1954 (1954-01-14) (70 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

პაატა მაისურაძე (დ. 14 იანვარი, 1954, ბათუმი) — ქართველი ექიმი, პედიატრი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1976–1977 წლებში მუშაობდა ფერშლად ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; 1977–1978 წლებში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1979 წელს იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგ–ორდინატორი, 1982–1984 წლებში განყოფილების გამგე; 1984–1991 წლებში ახალციხის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1991–1995 წლებში ამავე გაერთიანების მთავარი ექიმი; 1995 წლის აგვისტოდან იყო ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუცლის ღრუს, დიდი და მცირე ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპიას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1989 წელს „მუცლისა და ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპია“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 178

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]