პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი)
Jump to navigation Jump to search

პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი — საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

დაარსდა 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში. მან არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად მას ეწოდებოდა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი“, შემდეგ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი“ (1958), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი“ (1989), „პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი“ (1991), „სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი“ (2006), „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი“ (2011).

ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. შემდეგ დირექტორები იყვნენ აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი წერეთელი. ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]