ოჯახური პერიოდული დამბლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოჯახური პერიოდული დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით.

ეტიოლოგია[რედაქტირება]

დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება]

დაავადების პირველი ნიშნები, კუნთოვანი სისუსტე, ვლინდება ბავშვობაში. შეტევა უფრო ხშირად იწყება დილის საათებში. კუნთების დამბლა სიმეტრიულად მოიცავს კიდურებს და მაქსიმუმს აღწევს შეტევის დაწყებიდან ერთ საათში. ზოგჯერ ვრცელდება მხოლოდ ქვედა კიდურებზე. დამბლა დუნეა, მიმდინარეობს:

დამბლა გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. შეტევებს შორის პერიოდში ავადმყოფები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. თუმცა, პროცესში რესპირატორული მუსკულატურის ჩართვამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988