ოხტის კაშხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოხტის კაშხალი
Охтинская плотина
კოორდინატები 59°58′13″N 30°28′48″E / 59.970139° ჩ. გ. 30.480069° ა. გ. / 59.970139; 30.480069
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1715
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802184001

ოხტის კაშხალი (რუს. Охтинская плотина) — ძველი ჰიდროტექნიკური ნაგებობა სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს მდინარე ოხტაზე, შესართავიდან 9 კილომეტრში, კომუნის ქუჩის დასაწყისში. იგი პრაქტიკულად არის ოხტის წყალსაცავის საკეტი და წყალსაგდები. 2005 წლიდან 2016 წლამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კაშხალზე აკრძალული იყო მის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კაშხალზე ამჟამად დავს ავტობუსი № 168 ლადოგის ვაგზლიდან და № 164 სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ რაიონ ვესიოლი-პასელიოკიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1715 წელს დენთის ქარხანასთან ააგეს პირველი ხის კაშხალი, რომლის დანიშნულებაც იყო წყლის მიწოდება ოხტის ქარხანაში. ქარხანა ააშენეს პეტრე I-ის განკარგულებით. უკვე XVIII საუკუნეში ქარხანა უმსხვილესი რუსული სახაზინო მანუფაქტურა გახდა. კაშხლის დახმარებით მიღებული ენერგია მთლიანად ხმარდებოდა წარმოებას.

1824-1828 წლებში კაშხლის პირველი კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა ინჟინერ პ. პ. ბეზინის ხელმძღვანელობით. ხის კაშხალი თუჯის კაშხლად გადააკეთეს.

1864-1868 წლებში კაშხალი გადააკეთეს ინჟნერ კ. ფ. გუსმანის ხელმძღვანელობით. რეკონსტრუქცის დროს ფართოდ გამოიყენეს ბეტონი.

დიდი სამამულო ომის დროს კაშახალი დაზიანდა. დაინგრა მისი ცენტრალური საგდული. 1965 წელს კაშხალი გადააკეთეს, გაამაგრეს და გააფართოეს. 2005 წელს აკრძალეს მასზე საავტომობილო მოძრაობა ავარიული მდგომარეობის გამო. 2016 წლის 29 აპრილს გარემონტებული კაშხალი გახსნეს ავტოტრანსპორტისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]