ოცეოლა, სემინოლების ბელადი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ოცეოლა, სემინოლების ბელადი | |
|---|---|
| სრული სათაური | Osceola the Seminole, or, The red fawn of the Flower land - (1874) |
| საერთო სათაური | ოცეოლა, სემინოლების ბელადი |
| ჟანრი | ისტორიული |
| თემა | ინდილებიდა და აშშ-ს დაპირისპირება |
| ავტორი | ტომას მაინ რიდი |
| მშობლიური ენა | ინგლისური |
| დაწერილია | 1858 |
| დაწერის ადგილი | აშშ |
| გამოცემულია | 1874 |
| ქართულად თარგმნა | პეტრე შარია |
| მედია | მყარი ყდა |
| გვერდი | 432 |
ოცეოლა, სემინოლების ბელადი — ისტორიული და სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომლის ავტორიც არის ტომას მაინ რიდი. წიგნში აღწერილია ინდიელთა განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომლის მიზნები და იდეებიც ყოველთვის აღგზნებდა „კაპიტან მაინ რიდს“.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოცეოლა - მთავარი მოქმედი გმირი, ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, სემინოლების ბელადი
- ჯორჯ რენდოლფი - ოცეოლას ამერიკელი მეგობარი
- მაიუმი - ოცეოლას და, მომავალში ჯორჯის მეუღლე
- ვირჯინია - ჯორჯის და, მაიუმის მეგობარი
- არენს რინგლოდი - ბოროტი და საშინელი პიროვნება
- მონადირე ჰიკმენი - ჯორჯის მოხუცი და ერთგული მეგობარი
- შავი ჯეკი - ჯორჯის ერთგული მეგობარი და მონა
- ყვითელი ჯეკი - რენდოლფების ოჯახის მონა, ადამიანი, მულატი, რომელიც ვერ იტანს თეთრკანიანებს და რამდენიმეჯერ გადაურჩა საზარელ სიკვდილს
- ჰაჯ-ევა - ინდიელების შეშლილი დედოფალი, რომელიც ხანდახან საღ გონებაზე იყო და ბევრჯერ გადაარჩინა ჯორჯი სიკვდილს
ამის გარდა, წიგნში გვხვდებიან სხვადასხვა პერსონაჟები: ჯორჯისა და ვირჯინიას მშობლები, ვირჯინიას მეუღლე, ოცეოლასა და მაიუმის დედა და ასევე სხვადასხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟები.