ოჩოპინტრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოჩოპინტე)

ოჩოპინტრე ან ოჩოპინტექართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.

ოჩოპინტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევსურების რწმენით „ოჩოპინტე“ ნადირთა მწყემსია, რომელზეც ჩაბარებულია ნადირთა სულები, ურომლოდაც მონადირე ნადირს ვერ მოჰკლავს. ხევსურთა რწმენით ის უხილავი არსებაა. ხევსური მონადირე ჯიხვებზე სანადიროდ წასვლის წინ ყოველთვის ნადირთ მწყემს შეახვეწნის, რათა ნადავლის გარეშე არ დარჩეს. მათი რწმენით, როცა მონადირე ნადირს მიეკარება ოჩოპინტე ეტყვის ჯიხვებს და ისინიც გაიბნევიანო. როდესაც მონადირე ჯიხვს მოსაკლავად მიეპარება, უნდა წარმოთქვას შემდეგი სავედრებელი: „ნადირთ მწყემსო ოჩოპინტევ, შენ გეხვეწები, მამეცი ჯიჴვის თავი, მომაკლეიე! სულნი ხო შენნია ნადირთანი?“-ო. მხოლოდ ამ ლოცვის შემდეგ შესაძლებელია, რომ ნადირთ მწყემსმა ოჩოპინტემ მონადირეს ჯიხვი მოაკლვევინოსო[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 150, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ჯავახიშვილი, „ქართველების წარმართობა“, ტომი I, გვ. 124-126

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბეს. გაბუური, „ჴევსურული მასალები“, გვ. 153-154