ოღლანყალა (დასახლება)
ოღლანყალა აზერ. Oğlanqala | |
---|---|
![]() ოღლან-ყალა 1936 წ. ციკლოპური კოშკის ნაშთები | |
| |
მდებარეობა |
![]() |
ტიპი | დასახლება, ციხე-სიმაგრე |
ოღლანყალა (აზერ. Oğlanqala) — დასახლება, თავდაცვითი ნაგებობა და ციხესიმაგრე აზერბაიჯანში, რომელიც ძვ.წ. II - I ათასწლეულებით თარიღდება. მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შარურის რაიონში, მდინარე არპას ნაპირზე, ყარატეფეს მთაზე. ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარია[1].
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთის ჩრდილოეთი კალთები ციცაბოა. სხვა ფერდობები გარშემორტყმულია ძლიერი თავდაცვითი კედლებით. კედლების სიგრძე 1,5-2,5 მ, სისქე - 1 მ. კედლები უხეშად თლილი ქვებითაა ნაგები, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ციკლოპურ სტრუქტურას. კედლებზე ზოგან ქვის 4 რიგია შემორჩენილია. მთის სამხრეთ-დასავლეთით კოშკის ფორმის ნახევარწრიული ნაგებობებია შემორჩენილი[1].
არქეოლოგიური აღმოჩენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოღლანყალას ცენტრში ბრტყელ ტერიტორიაზე (ფართობი 70x100 მ) აღმოჩენილი ქვის სვეტების ნაშთები მიუთითებს აქ ერთ დროს სხვადასხვა ნაგებობების არსებობაზე. ზოგან მოედანს კედლები აკრავს. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა: დიდი ზომის დოქები, მოხატული ჭურჭლის ნაშთები, სხვადასხვა არტეფაქტები.
კვლევის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანელი საბჭოთა არქეოლოგი ალესკერ ალექპეროვი ოღლანყალას ციხეს ურარტულ სიმაგრედ მიიჩნევს. მისი აზრით, ციხესიმაგრე ძველი ქალაქ არბას ნაშთებს წარმოადგენს.
აზერბაიჯანულ-ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციის მონაცემებით, ციხე ეკუთვნოდა ადგილობრივ სახელმწიფო ერთეულს, რომელიც არსებობდა აქემენიდებამდე და დამოუკიდებელი წარმონაქმნი იყო[2].