ოღასკურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოღასკურა
სხვა სახელი ოღასყურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
ქალაქები ქუთაისი
სათავე სათაფლიის კარსტული მღვიმეები
42°18′21″ ჩ. გ. 42°40′35″ ა. გ. / 42.305861° ჩ. გ. 42.676417° ა. გ. / 42.305861; 42.676417
შესართავი გუბისწყალი
42°14′38″ ჩ. გ. 42°30′22″ ა. გ. / 42.244028° ჩ. გ. 42.506250° ა. გ. / 42.244028; 42.506250
სიგრძე 22 კმ
ოღასკურა — საქართველო
ოღასკურა
ოღასკურა
ოღასკურა — იმერეთის მხარე
ოღასკურა
ოღასკურა
— სათავე, — შესართავი

ოღასკურა იგივე ოღასყურა[1][2]მდინარე დასავლეთ საქართველოში, მდ. გუბისწყლის შენაკადი. სათავეს იღებს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე, კვეთს ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, გადის „ავტოქარხნის“ დასახლებაში (უმეტესად ხელოვნურ კალაპოტში), შემდეგ სოფ. ფარცხანაყანევში და ერთვის მდ. გუბისწყალს სოფ. მიწაწითელთან, ქუთაისიდან 3-4 კმ-ში. სიგრძე 22 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით. უხვი ნალექის შემთხვევაში ახასიათებს წყალმოვარდნა, რაც ქმნის ქუთაისის მჭიდროდ დასახლებული უბნების ქუჩების დატბორვის საშიშროებას. ქალაქის ფარგლებში მდინარის კალაპოტი ძლიერ დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 132.
  2. უნვიერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი