ოქუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოქუმი (მდინარე))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქუმი (მრავალმნიშვნელოვანი).
ოქუმი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სათავე კოდორის ქედის სამხრეთ კალთა
სიგრძე 56 კმ
აუზის ფართობი 559 კმ²

ოქუმიმდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1650 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 559 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ოქტომბერსა და იანვარში. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 26,5 მ3/წმ. უმთავრესი შენაკადებია: დიდი ერისწყალი (მარცხენა), ოხოჯა, წარჩე (მარჯვენა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]