ოქტომბრის რევოლუცის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტომბრის რევოლუცის ძეგლი
რუს. Памятник Великой Октябрьской революции
კოორდინატები 47°13′25″N 39°42′33″E / 47.223639° ჩ. გ. 39.709194° ა. გ. / 47.223639; 39.709194
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ე. პოლიანსკი
მოქანდაკე ვ. დუბოვიკი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
სიმაღლე 8
გახსნის თარიღი 1979
მიძღვნილია ოქტომბრის რევოლუცია

ოქტომბრის რევოლუცის ძეგლი (რუს. Памятник Великой Октябрьской революции) — ძეგლი დონის როსტოვის ცენტრში. მდებარეობს მაქსიმ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში. ძეგლი ეძღვნება ოქტომბრის რევოლუციასა და ქალაქში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას. არქიტექტორ ე. პოლიანსკისა და მოქანდაკე ვ. დუბოვიკის ნამუშევარი გაიხსნა 1979 წელს. წითელი გრანიტით გაფორმებული კვარცხლბეკის სიმაღლეა 4,5 მ. მასზე დგას სამი მამაკაცი — ჯარისკაცი, მუშა და მეზღვაური. გლეხს უჭირავს მოფრიალე დროშა, ხოლო ჯარისკაცს იარაღის კონდახი. ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით ძეგლი არის რევოლუციის ძალისა და სიმტკიცის გამარჯვების სიმბოლო[1]. სკულპტურული კომპოზიცია მდებარეობს ადგილზე სადაც 1917 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა მიტინგი დონის როსტოვში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მხარდასაჭერად, რასაც ადასტურებს კვარცხლბეკზე არსებული წარწერა[2]:

ვიკიციტატა
„ამ ადგილზე 1917 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი პეტროგრადში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და დონის როსტოვში საბჭოტა ხელისუფლების დამყარების მხარდასაჭერად.“

ისტორიული ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დონის როსტოვში ბოლშევიკებმა ღია მოქმედება დაიწყეს. ბოლშევიკების მიზანი იყო გაეძლიერებინათ და გაეფართოებინათ პარტიული ორგანიზაციები, მოემზადებინათ დონის მუშათა კლასი სოციალისტური რვოლუციისათვის. გამოსცემდნენ გაზეთს „ჩვენი დროშა“. როსტოვ-ნახიჭევანის ბოლშევიკებმა გაზეთის საშალებით დაამაყარეს კავშირი ბოლშევიკურ ჯგუფებს შორის, ეხმარებოდნენ მათ შეექმნათ ახალი და გაეძლიერებინათ არსებული პარტიული ორგანიზაციები, გაეძლიერებინათ პოლიტიკური მუშაობა მასებთან.

ყოველდღე იზრდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობდნენ დროებითი მთავრობის დამხობას. მას შემდეგ, რაც იახტა „კოლხიდამ“ პეტროგრადიდან მიიღო რადიოგრამა მასზედ, რომ გაიმარჯვა სოციალისტურმა რევოლუციამ და ვ. ლენინმა დაამყარა მუშათა და გლეხთა ხელისუფლება, ბოლშევიკების წინადადებით 26 ოქტომბერს სასწრაფოდ მოიწვიეს როსტოვ-ნახიჩევანის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს დეპუტატების სხდომა, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მენშევიკებსა და ესერებს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება და შეექმნათ სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი სერგეი სირცოვის ხელმძღვანელობით. ქალაქის ბაღში სასწრაფოდ გაიმართა მუშათა და ჯარისკაცთა მიტინგი. მიტინგზე მიიღეს გადაწყვეტილება შეერთებოდნენ რეზოლუციას მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების შექმნის შესახებ. სწორედ ამ მიტნგის აღსანიშნავად დაიდგა ოქტომბრის რევოლუციის ძეგლი დონის როსტოვში[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятник Великой Октябрьской революции в Ростове-на-Дону. Памятники всего мира. ციტირების თარიღი: 2017-01-19.
  2. Памятники Ростова-на-Дону. Достопримечательности мира. ციტირების თარიღი: 2017-01-19.
  3. Газета «Наше знамя». Rostov region. ციტირების თარიღი: 2017-01-19.