ოქტანტი (ინსტრუმენტი)

ოქტანტი, ჰადლის კვადრანტი (< ლათ. octans — „რვა“) — ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საზღვაო ნავიგაციაში და შექმნილია კუთხეების გასაზომად. მისი სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან octans („რვა“), რადგან ოქტანტის მასშტაბი 45°-ია (წრის 1/8). ოქტანტით შესაძლებელია 90°-მდე კუთხეების გაზომვა. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ცაზე ვარსკვლავის პოზიციის გასაზომად.
ოქტანტი გამოიგონა ინგლისელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ჯონ ჰადლიმ თავის ძმებთან, ჯორჯთან და ჰენრისთან ერთად და 1731 წელს წარუდგინა ლონდონის სამეფო საზოგადოებას. პირველი ოქტანტი დამზადებული იყო სპილენძისგან. თავდაპირველად, რომელსაც „ჰადლის კვადრანტი“ ერქვა, ოქტანტი სექსტანტის წინამორბედი გახდა.
1731 წელს, თომას გოდფრიმ შეიმუშავა ოქტანტი შეერთებულ შტატებში, ჰადლისგან დამოუკიდებლად.
რადგან ოქტანტს მხოლოდ 90°-მდე კუთხეების გაზომვა შეუძლია, მე-18 საუკუნის ბოლოს ის სექსტანტმა ჩაანაცვლა. 1930-იანი წლების დასაწყისიდან 1950-იანი წლების ბოლომდე, ციური ნავიგაციისთვის შემუშავდა საავიაციო ოქტანტის რამდენიმე ტიპი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოქტანტი — ქართული ენის ციფრული ლაბორატორია