ოქტავა (ლიტერატურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქტავა (მნიშვნელობა).

ოქტავა რვატაეპიანი სალექსო სტროფია.იგი იტალიურ პოეზიაში წარმოიშვა. ოქტავებით წერდა ცნობილი იტალიელი პოეტი ტორკვატო ტასო.საქართველოში კი ამ სალექსო ფორმის დამამკვიდრებლად გალაკტიონ ტაბიძე მიიჩნევა. კლასიკურ ოქტავაში ტაეპთა გარითმვის სქემა ასეთია:abababcc. ანუ პირველ ექვს ტაეპში ჯვარედინი რითმაა, ბოლო ორ ტაეპში კი - წყვილადი. გალაკტიონმა გარითმვის ეს სისტემა შეცვალა:ababcccb. როგორც აღნიშნავენ, გალაკტიონის ოქტავები განსხვავდება ყველა სხვა რვატაეპიანი სტროფისაგან და წმინდად გალაკტიონისეულია.