ოქსირინჰუსის პაპირუსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოქსირინხის ხელნაწერები)
ბერნარდ გრენფელი
არტურ ჰანტი

ოქსირინჰუსის პაპირუსები — ხელნაწერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, აღმოჩენილია არქეოლოგთა მიერ ეგვიპტეში ოქსირინჰუსის მახლობლად. უძველესი პაპირუსი თარიღდება ძვ.წ. 50 წლით, უახლესი VI ს. შუახანებით. ისინი მოიცავს ათასობით ბერძნულ და ლათინურ დოკუმენტს, წერილს თუ ლიტარეტურულ ნაწარმოებს. გარდა ამისა, ვხვდებით ხელნაწერებს თხელ პერგამენტზე, უფრო გვიანდელ არაბულს და აგრეთვე, ხელნაწერებს ქაღალდზე (მაგალითად, შუა საუკუნეების პ. ოქსი.VI 1006).

1896 წელს ოქსფორდელმა სწავლულებმა ბერნარდ გრენფელმა და არტურ ჰანტმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ოქსირნიხის გამომშრალ მიწაში, დაუსახლებელ ადგილას, ძველი ქალაქის ნასახლარზე უამრავი პაპირუსი იყო შემონახული, რომელთაგან ბევრი ფაქტობრივად ფეხებში ებლანდებოდა გამვლელს. მას შემდეგ ოქსირნიხი გახდა პაპიროლოგებისათვის მექა, გათხრები აქ ფაქტობრივად შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

ოქსირნიხის პაპირუსთა შორის აღმოჩნდა – ფრაგმენტები საფოს დაკარგული შრომებიდან, სოფოკლეს, ევრიპიდეს და სხვათა პიესები, უცნობ ავტორთა მიერ შედგენილი თუკიდიდეს გაგრძელებები, ტიტუს ლივიუსის მივიწყებული წიგნის მონათხრობი, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი ადრექრისტიანული ხანის ტექსტები („ოქსირნიხის სახარება“, თომას აპოკალიფსური სახარება).

ბიზანტიის ეგვიპტის მსხვილი მიწათმფლობელობის კვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აპიონების საოჯახო არქივს.

საღვთისმეტყველო ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პ. ოქსი. VI 846: ამოსი 2 (LXX)
პაპირუსი P1: მათე 1

ახალი აღთქმა ოქსირნიხის პაპირუსებში განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა ახალი აღთქმის ტექსტთა ქვეჯგუფი. ეს ტექსტები დაწერილია ბერძნული უნციალური შრიფტით.

ბიბლიის ორიგინალი (თანახი) ივრითიდან გადაითარგმნა ბერძნულ ენაზე ძვ.წ. III ს. თარგმანს ეწოდება ე. წ. სეპტუაგინტა (ბერძნულენოვანი ბიბლია) - (ან LXX, როგორც ლათინური 70), რამდენადაც არსებობს ტრადიცია, რომ იგი თარგმნა 72 ებრაელმა მწიგნობარმა. მწიგნობრები პტოლომეოს ფილადელფოსის თხოვნით იერუსალიმის პირველმღვდელთმთავარმა ალექსანდრიაში გაგზავნა სპეციალურად ძველი აღთქმის ბერძნულ ენაზე გადმოსათარგმნელად.

ამჟამად, პაპირუსების უდიდესი ნაწილი დაცულია დიდი ბრიტანეთის მუზეუმებში, უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში, ნაწილი შეერთებულ შტატებში, მხოლოდ მცირეოდენი მასალა მოიპოვება ეგვიპტეში, კაიროს მუზეუმში. მათ შორის არის მათეს, მარკოზის, იოანეს სახარების ნაწილები, კორინთელთა მიმართ ეპისტოლეები, უცნობ ავტორთა სახარებები, ონომასტიკონი, დიდაქე, ფილონ ალექსანდრიელის შრომები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]