ოქროს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოქროს ტაძარი“

კინკაკუ-ჯი
ავტორი იუკიო მიშიმა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი Shinchosha
გამოცემის თარიღი 1956
გვერდი 263
oclc 59908578
ISBN 1-85715-169-0

ოქროს ტაძარი (იაპონ. 金閣寺) — იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას, 1956 წლის რომანი.

ნაწარმოები რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, კერძოდ იგი შთაგონებულია რიგითი ბუდისტი დამხმარის მიერ 1950 წელს ტაძარი კინკაკუ-ჯის გადაწვის მცდელობით. აღნიშნული ტერიტორია, პავილიონი, ჯერ კიდევ XV საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერებში გვხვდება, მას შემდეგ იგი არაერთხელ რესტავრირებულა, შესაბამისად მეოცე საუკუნეში მომხდარმა ზემოხსენებულმა ფატალურმა მოვლენამ დიდი შოკი გამოიწვია სრულიად იაპონიაში.

The New York Times Books Review-ში წიგნი მოიხსენიეს, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო“ და აღნიშნეს, რომ მის 1959 წლის ინგლისურენოვან გამოცემას „დასავლური დიდება მოჰყვა“.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირი, მიზოგუჩი, არის ბუდისტი მღვდლის ვაჟი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კონცხ ნარიუზე, ჰონშუს ჩრდილოეთ სანაპიროზე. მთხრობელმა, მისივე თქმით, ბავშვობა ბიძასთან ერთად, მაიზურის ოლქის მახლობლად, გაატარა. მთელი ბავშვობის მანძილზე მას მამა არწმუნებდა, რომ პავილიონი, რომელშიც ოქროს ტაძარი, ანუ კინკაკუ-ჯი მდებარეობდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი იყო, ისევე, როგორც ტაძარი. მსგავსი ქმედება, ცხადია, გავლენას ახდენს მთხრობელზე და ტაძარი მისი ცნობიერების იდეალად იქცევა. მას ენა ებმის, გარდა ამისა, ცხოვრობს სიღარიბეში, მსგავს პრობლემათა არასრული ჩამონათვალი კი იწვევს მის უმეგობროდ, უსულგულოდ ცხოვრებას. მალევე მისი მეზობლის ქალიშვილი, სახელად უიკო, მიზოგუჩის სიძულვილის სამიზნე ხდება, ხოლო მას შემდეგ, რაც უიკოს მისი დეზერტირი შეყვარებული მოკლავს, მიზოგუჩი მალვე დარწმუნდება, რომ საკუთარმა წყევლამ, მიმართულმა უიკოსადმი, იმოქმედა.

ავადმყოფი მამა მას 1944 წლის გაზაფხულზე ზემოხსენებულ ტაძარში წაიყვანს, სადაც ის ოსტატ ტაიამა დოსენს გაეცნობა. მამის გარდაცვალების შემდეგ მიზოგუჩი ტაძრის მოძღვარი ხდება. ამ დროს იგი ხვდება თავის პირველ ნამდვილ მეგობარს, ცურუკავას. 1944-1945 წლებში მიზოგუჩი ქარხანაში იწყებს მუშაობას, იმის იმედით, რომ ოქროს პავილიონი აფეთქების შედეგად განადგურდება. თუმცა, კიოტო არასოდეს იბომბება. 1945 წლის მაისში მიზოგუჩი და მისი მეგობარი ცურუკავა სტუმრობენ ნანძენ-ჯის და შენიშნავენ ქალს, რომელიც საკუთარ საყვარელს, მისივე მკერდის რძით უმასპინძლდება.

ტაძარს მალევე ესტუმრება მთვარი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც უბრძანებს მიზოგუჩის, რომ მისი ორსული იაპონელი შეყვარებულის მუცელი მოშალოს და აძლევს მას სიგარეტის კოლოფს. მიზოგუჩი მათ საკუთარ მოძღვარს აძლევს, რომელიც მადლობას უხდის მას და ეუბნება, რომ იგი აუცილებლად ეწვევა ოტანის უნივერსიტეტს. ერთი კვირის შემდეგ იაპონელი გოგო ტაძარს სტუმრობს და ფულად კონპენსაციას მოითხოვს. მოძღვარი მას ფულს მისცემს, თუმცა ჭორები მისი მოთხოვნების შესახებ საჯაროვდება.

მალე მიზოგუჩი ცურუკავას, გაურკვეველი მიზეზის გამო, შორდება და უმეგობრდება ცინიკურ პერსონას, სახელად კაშივაგის, წარმოშობით სანომიიდან. კაშივაგი მიმართავს სხვადასხვა მანიპულაციურ გზას, რათა აცდუნოს ქალები. მაისის თვეში, კაშივაგი პატიჟობს მიზოგუჩის პიკნიკზე კამეიამას პარკში, სადაც თან წაიყვანს ორ გოგოს. ერთ-ერთი მათგანი მიზოგუჩის უყვება ისტორიას ქალზე, რომელმაც ომის დროს საყვარელი დაკარგა. მიზოგუჩი იაზრებს, რომ სწორედ იმ ქალს ელაპარაკებოდა, რომელიც ორი წლის წინ ტაძარში ნახა. იმ საღამოს მიზოგუჩიმ გაიგო ცურუკავას გარდაცვალების შესახებ, რომელიც ავარიაში მოყვა. 1948 წლის გაზაფხულზე კაშივაგი აღნიშნავს, რომ მას იკებანას მიზოგუჩის მიერ ნანახი ქალი შეასწავლიდა. მიზოგუჩი უყვება საკუთარი გამოცდილების შესახებ, რის შემდეგაც ქალი მის შეცდენას შეეცდება, თუმცა მიზოგუჩი საკუთარ რელიგიურ ღირებულებებს მკაცრად იცავს.

მიზოგუჩი, ფსიქოლოგიური დამძიმების ფონზე, უგულებელყოფს სწავლას და საყვედურს აცხადებს. იგი კაშივაგისგან 3000 იენს ისესხებს, რის შემდეგაც მიდის ტაკეისაო-ჯინჯაში, სადაც ექნება ცნობა, აღარ იმოგზაუროს ჩრდილო-აღმოსავლეთში, თუმცა შემდეგ დღეს იგი მაინც გაემგზავრება იურაში, სადაც ნანახი იაპონიის ზღვა შთააგონებს მას, გადაწვას ტაძარი კინკაკუ-ჯი. ივნისისთვის მისი ვალი 5100 იენამდე გაიზარდა. კაშივაგი გაბრაზებულია, ამავდროულად ეჭვობს, რომ მიზოგუჩი თვითმკვლელობას აპირებს. ამისგან თავის ასარიდებლად იგი ცხადყოფს, რომ ცუკურავამ თავი მოიკლა სასიყვარულო ურთიერთობისდა გამო.

მიზოგუჩი საკუთარი სწავლის საფასურს ახარჯავს მეძავებთან დროის გატარებას იმ იმედით, რომ საკუთარი მოძღვარი მას ტაძრიდან გააძევებს. ამის შემდეგ იგი ყიდულობს დარიშხანსა და დანას სენბონ-იმადეგავას მახლობლად მდებარე მაღაზიაში. 30 ივნისს, რიგითი მუშა ცდილობს ტაძრის ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. იგი მეორე დღეს გადაწყვეტს მოსვლას, თუმცა მეორე დღესაც არ ჩანს. მეორე დილით მიზოგუჩი შეიპარება ტაძარში, ათავსებს კითხეებში ჩალების შეკვრას და გადის გარეთ სხვა აალებადი ნივთების ტბორში ჩადების მიზნით, მაგრამ უკან დაბრუნებულს კვლავ აღუდგება წარსული წარმოდგენები ამ ტაძარზე - მის სიდიადესა და უნიკალურობაზე, შედეგად, მას გაურკვევლობა სძლევს.

საბოლოოდ, ის საკუთარ გეგმას განახორციელებს - ის შედის ტაძარში და შალის ნაჭრებს ცეცხლს უკიდებს. ამის შემდეგ იგი გარბის ზემოთ და ცდილობს ტაძრის თავში შესვლას, მაგრამ კარი ჩაკეტილია. მას შემდეგ, რაც სიკვდილმა მიზოგუჩის „მიღება“ იუარა, იგი ჩარბის უკან და გადის ტაძრის ფარგლებს გარეთ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ჰიდარი დაიმონჯისკენ მიმავალი, გადაწყვეტს, გადაყაროს დარიშხანი და დანა და დაიწყოს ახალი ცხოვრება.

ისტორიული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთადერთ სანდო წყაროს 1950 წლის ხანძრის შესახებ ვეცნობით ალბერტ ბოროვიცის ნაშრომიდან. ზემოხსენებული მოძღვრის სახელი ჰაიაში იოკენი იყო, ხოლო მისი ბუდისტურ უფროსს - მურაკამი ჯიკაი. მეძავს, რომლითაც იგი ტრაბახობდა, ჰეია ტერუკო ერქვა. რეალური ხანძრის შემდეგ, ჰაიაშის დედამ თავი მოიკლა მატარებელში შევარდნით. ჰაიაშის სასჯელი შეუმსუბუქდა პოტენციური შიზოფრენიის გამო. იგი გაათავისუფლეს 1955 წლის 29 სექტემბერს, იმავე წელს, როცა ტაძრის რეკონსტრუქცია დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. პავილიონის ინტერიერი მთლიანად აღდგა.[2]

მიშიმამ ნაწარმოებზე მუშაობისას მოაგროვა ყველა შესაძლო ინფორმაცია, რისი მოძიებაც შეეძლო. უფრო მეტიც, იგი პირისპირ გაესაუბრა ციხეში მყოფ ჰაიაშის, რის შედეგადაც რომანში რეალური მოვლენა უფრო ეფექტურად აისახა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Calisher, Hortense. (1972-11-12) Spring Snow. ციტირების თარიღი: 2020-10-08
  2. (2000) The National Geographic Traveler: Japan.. National Geographic Society. ISBN 0-7922-7563-2. 
  3. Mishima, Yukio (1994). The Temple of the Golden Pavilion. London: Everyman's Library, გვ. ix. ISBN 1-85715-169-0.