ოქროს პალმის რტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოქროს რტო)
ოქროს პალმის რტო

ოქროს პალმის რტო
წარადგენს კანის კინოფესტივალი
ქვეყანა საფრანგეთი
ადგილმდებარეობა ქალაქი კანი
პირველად გადაეცა 1939 წელს
http://www.festival-cannes.com

ოქროს პალმის რტო (ფრანგ. Palme d’Or) — კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ (Grand Prix — დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წლამდე კანის კინოფესტივალის ჟიური საუკეთესო ფილმის რეჟისორს აჯილდოვებდა „გრან პრით“. ჯილდო წარმოდგენილი იყო თანამედროვე, იმ წელს მოდაში მყოფი მხატვრის ქმნილებით. შესაბამისად ჯილდო ყოველ წელს განსხვავებული იყო. 1954 წლის დასასრულს ფესტივალის დირექტორთა საბჭომ მოიწვია რამდენიმე იუველირი რათა წარმოედგინათ პალმის რტოს დიზაინი, რომელიც იყო ქალაქ კანის სამხედრო მუნდირის დამახასიათებელი ნიშანი.

1955 წელს პირველი ოქროს პალმის რტო გადაეცა დელბერტ მანს ფილმისთვის მარტი და წარმოადგენდა ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს 1964 წლამდე, მანამ, სანამ ფესტივალი დროებით არ დაუბრუნდა „გრან პრით“ დაჯილდოების ტრადიციას, ოქროს პალმის რტოსთან დაკავშირებით არსებული საავტორო უფლებების დაცვის პრობლემის გამო. 1975 წელს ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოება კვლავ განახლდა და ფესტივალის სიმბოლოდაც იქცა. იგი წარმოდგენილი იყო წითლ წმინდა მაროკოს ტყავის კოლოფში, რომელსაც სარჩულად თეთრი ნატი ჰქონდა დატანებული.

მისი დიზაინი 1975 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბოლოოდ კი საყრდენი, რაზეც დამაგრებულია თვითონ რტო, რომელიც 1980 წლისთვის მრგვალი ფორმის იყო, 1984 წლისათვის მისი ფორმა პირამიდისებურით შეიცვალა. 1992 წელს პიერ დე ბურკენსმა დიზაინი შეცვალა და საყრდენი ხელით ნაკვეთი ბროლით შეცვალა. კიდევ რამდენიმე ცვლილების შემდეგ მან მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღეს აქვს. იგი გაკეთბულია 24 კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია ახლა უკვე ლურჯ მაროკოს ტყავში.

კანის კინო ფესტივალის თითქმის სამოცდათწლიანი ისტორიის მანძილზე ქალ რეჟისორს ოქროს პალმის რტო მხოლოდ ერთხელ გადაეცა. ეს იყო ჯეინ კემპიონი ფილმისთვის პიანინო 1993 წელს.

ლაურეატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი რეჟისორი ქვეყანა
1939 იუნიონ პასიფიკი / Union Pacific სესილ დემილი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1946 წამება / Hets ალფ სიობერგი შვედეთის დროშა შვედეთი
დაკარგული შაბათ-კვირა / The Lost Weekend ბილი უაილდერი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
წითელი ველი / De røde enge ბოდილ იპსენი და ლაი ლაურიტცენი დანიის დროშა დანია
ქალაქი ბარში / Neecha Nagar ჩეტან ანანდი ინდოეთის დროშა ინდოეთი
მოკლე შეხვედრა / Brief Encounter დევიდ ლინი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
მარია კანდელარია / María Candelaria ემილიო ფერნანდესი მექსიკის დროშა მექსიკა
შემობრუნება ფრიდრიხ ერმლერი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პასტორალური სიმფონია / La symphonie pastorale ჟან დელანუა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უკანასკნელი შანსი / Die Letzte Chance ლეოპოლდ ლინტბერგი შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ხალხი ფრთების გარეშე / Muži bez křídel ფრანტიშეკ ჩაპი ჩეხეთის დროშა ჩეხოსლოვაკია
რომი - ღია ქალაქი / Roma, città aperta რობერტო როსელინი იტალიის დროშა იტალია
1947 არ გაუციათ
1948 არ ჩატარებულა
1949 მესამე კაცი / The Third Man კეროლ რიდი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
1950 არ ჩატარებულა
1951 მადამ ჯული / Fröken Julie ალფ სიობერგი შვედეთის დროშა შვედეთი
სასწაული მილანში / Miracolo a Milano ვიტორიო დე სიკა იტალიის დროშა იტალია
1952 ოტელო / The Tragedy of Othello: The Moor of Venice ორსონ უელსი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ორ ცენტიანი იმედი / Due soldi di speranza რენატო კასტელანი იტალიის დროშა იტალია
1953 შიშის საფასური / Le salaire de la peur ანრი-ჟორჟ კლუზო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1954 ჯოჯოხეთის კარიბჭე / Jigokumon ტეინოსუკე კინუგასა დროშა: იაპონია იაპონია
1955 მარტი / Marty დელბერტ მანი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1956 მდუმარე სამყარო / Le monde du silence ჟაკ-ივ კუსტო და ლუი მალი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1957 მეგობრული რწმენა / Friendly Persuasion უილიამ უაილერი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1958 მიფრინავენ წეროები მიხეილ კალატოზოვი დროშა: სსრკ სსრკ
1959 შავი ორფეოსი / Orfeu Negro მარსელ კამიუ დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1960 ტკბილი ცხოვრება / La dolce vita ფედერიკო ფელინი იტალიის დროშა იტალია
1961 დაუსწრებლად / Une aussi longue absence ანრი კოლპი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ვირიდიანა / Viridiana ლუის ბუნიუელი მექსიკის დროშა მექსიკა
1962 დაპირების შესრულება / O Pagador de Promessas ანსელმო დუარტე ბრაზილიის დროშა ბრაზილია
1963 ლეოპარდი / Il Gattopardo ლუკინო ვისკონტი იტალიის დროშა იტალია
1964 შერბურგის ქოლგები / Les Parapluies de Cherbourg ჟაკ დემი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1965 მოხერხება / The Knack რიჩარდ ლესტერი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
1966 ქალი და მამაკაცი / Un homme et une femme კლოდ ლელუში დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ქალბატონებო და ბატონებო / Signore & signori პიეტრო ჯერმი იტალიის დროშა იტალია
1967 ფოტოგადიდება / Blowup მიქელანჯელო ანტონიონი იტალიის დროშა იტალია
1968 შეწყდა 1968 წლის მაისის მოვლენების გამო
1969 თუ... / if… ლინდზი ანდერსონი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
1970 სამხედრო ჰოსპიტალი / MASH რობერტ ოლტმენი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1971 შუამავალი / The Go-Between ჯოზეფ ლოუზი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
1972 მუშათა კლასი სამოთხეში მიემგზავრება / La classe operaia va in paradiso ელიო პეტრი იტალიის დროშა იტალია
მათეს საქმე / Il Caso Mattei ფრანჩესკო როსი იტალიის დროშა იტალია
1973 დამქირავებელი / The Hireling ალან ბრიჯესი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
საფრთხობელა / Scarecrow ჯერი შაცბერგი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1974 საუბარი / The Conversation ფრენსის ფორდ კოპოლა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1975 ომის დროინდელი ქრონიკა / Chronique des années de braise მოჰამედ ლახდარ-ჰამინა ალჟირის დროშა ალჟირი
1976 ტაქსის მძღოლი / Taxi Driver მარტინ სკორსეზე დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1977 მამასახლისი / Padre padrone პაოლო და ვიტორიო ტავიანები იტალიის დროშა იტალია
1978 ხე ლანჩებისთვის / L’Albero degli zoccoli ერმანო ოლმი იტალიის დროშა იტალია
1979 აპოკალიფსი ახლა / Apocalypse Now ფრენსის ფორდ კოპოლა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
თუნუქის დოლი / Die Blechtrommel ფოლკერ შლონდორფი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია გფრ
1980 ოჰ, ეს ჯაზი / All That Jazz ბობ ფოსი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
მეომრის ჩრდილი / 影武者 / Kagemusha აკირა კუროსავა დროშა: იაპონია იაპონია
1981 რკინის კაცი / Człowiek z żelaza ანჯეი ვაიდა დროშა: პოლონეთი პოლონეთი პოლონეთი
1982 დაკარგული / Missing კოსტა-გავრასი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
გზა / Yol ილმაზ გიუნეი თურქეთის დროშა თურქეთი
1983 ლეგენდა ნარაიამაზე / 楢山節考 / Narayama bushiko შოჰეი იმამურა დროშა: იაპონია იაპონია
1984 პარიზი, ტეხასი / Paris, Texas ვიმ ვენდერსი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია გფრ
1985 მამა მივლინებაში / Otac na službenom putu ემირ კუსტურიცა იუგოსლავიის დროშა ისფრ
1986 მისია / The Mission როლან ჟოფე გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
1987 ეშმაკის მზის ქვეშ / Sous le soleil de Satan მორის პიალა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1988 პელე-დამპყრობელი / Pelle erobreren ბილი აუგუსტი დანიის დროშა დანია
1989 სექსი, ტყუილები და ვიდეოჩანაწერები / Sex, Lies, and Videotape სტივენ სოდერბერგი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1990 ველურნი გულით / Wild at Heart დევიდ ლინჩი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1991 ბარტონ ფინკი / Barton Fink ძმები კოენები დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1992 საუკეთესო სურვილები / Den goda vilja ბილი აუგუსტი დანიის დროშა დანია
1993 მშვიდობით საყვარელო /霸王別姬 / Bàwáng Bié Jī ჩენ კაიგე ჩინეთის დროშა ჩინეთი
პიანინო / The Piano ჯეინ კემპიონი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
1994 მაკულატურა / Pulp Fiction კვენტინ ტარანტინო დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
1995 მიწისქვეშეთი / Underground ემირ კუსტურიცა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია
1996 საიდუმლოებები და ტყუილები / Secrets & Lies მაიკ ლი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
1997 ალუბლის გემო / Ta’m e guilass აბას კიაროსტამი ირანის დროშა ირანი
გველთევზა / Unagi შოჰეი იმამურა დროშა: იაპონია იაპონია
1998 მარადიულობა და ერთი დღე / Mia aioniotita kai mia mera თეო ანგელოპულოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
1999 როზეტა / Rosetta ლუკ და ჟან-პიერ დარდენები ბელგიის დროშა ბელგია
2000 სიბნელეში მოცეკვავე / Dancer in the Dark ლარს ფონ ტრიერი დანიის დროშა დანია
2001 ვაჟიშვილის ოთახი / La stanza del figlio ნანი მორეტი იტალიის დროშა იტალია
2002 პიანისტი / The Pianist რომან პოლანსკი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2003 სპილო / Elephant გას ვან სენტი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
2004 ფარენგეიტი 9/11 / Fahrenheit 9/11 მაიკლ მური დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
2005 ბავშვი / L’Enfant ლუკ და ჟან-პიერ დარდენები ბელგიის დროშა ბელგია
2006 ქარი, რომელიც ქერს არხევს / The Wind That Shakes the Barley კენ ლოუჩი გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
2007 4 თვე, 3 კვირა და 2 დღე / 4 luni, 3 săptămâni şi 2 zil კრისტიან მუნჯუ რუმინეთის დროშა რუმინეთი
2008 კლასი / Entre les murs ლორენ კანტე დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2009 თეთრი ბაფთა / Das weiße Band, Eine deutsche Kindergeschichte მიხაელ ჰანეკე დროშა: გერმანია გერმანია
2011 ცხოვრების ხე / The Tree of Life ტერენს მალიკი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
2012 სიყვარული / Amour მიხაელ ჰანეკე დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2014 ზამთრის ძილი / Kış Uykusu ნური ბილგე ჯეილანი დროშა: თურქეთი თურქეთი
2015 დიპანი / Dheepan ჟაკ ოდიარი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2016 მე, დენიელ ბლეიკი / I, Daniel Blake კენ ლოუჩი დიდი ბრიტანეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ბელგია
2017 კვადრატი / The Square რუბენ იოსტლუნდი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი,
შვედეთის დროშა შვეცია,
დანიის დროშა დანია,
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
2018 მაღაზიის ქურდები / 万引き家族, Манбики кадзоку ხიროკაძუ კორეედა დროშა: იაპონია იაპონია
2019 პარაზიტები / 기생충 ბონგ ჯუნ ჰო სამხრეთი კორეა
2020 ფესტივალი არ ჩატარებულა პანდემიის გამო
2021 ტიტანი / Titane ჟულია დიუკორნო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი,
ბელგიის დროშა ბელგია
2022 მწუხარების სამკუთხედი / Triangle of Sadness რუბენ იოსტლუნდი შვედეთის დროშა შვეცია
2023 დაცემის ანატომია / Anatomie d'une chute ჯუსტინ ტრიე დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი

ორჯერ გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]