ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავლები
Золотой ключик, или Приключения Буратино
Buratinobook.jpg
1950 წლის გამოცემა
ავტორი ალექსეი ტოლსტოი
ქვეყანა სსრკ
ჟანრი ზღაპარი
გამოცემის თარიღი 1935
გვერდი ელექტრონული ვერსია
ISBN 978-5-465-01370-3

ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავლებიალექსანდრე ტოლსტოის ზღაპარი, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კარლო კოლოდის ზღაპარს „პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი“. მისი მთავარი პერსონაჟია ბურატინო, ხის კაცუნა. გამოიცა 1935 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადად, წიგნის სიუჟეტი 6 დღის მანძილზე ვითარდება.

დღე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ხდება იტალიაში, გამოგონილ ქალაქში, რომელიც ზღვასთან მდებარეობს. ჯუზეპე, რომელიც ხუროა, აღმოაჩენს მორს. იგი იწყებს მის დამუშავებას, მაგრამ გაოგნდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მორი ესაუბრება. ჯუზეპე მას საჩუქრად აძლევს მეგობარს, მეარღნე კარლოს, რომელიც მისგან ხის კაცუნას ამზადებს და არქმევს ბურატინოს. იგი აპირებს, არღნის მუსიკაზე აცეკვოს და ამით ფული იშოვოს. მაგრამ პირველივე თავებში ჩანს, რომ ბურატინო მეტად ცელქია.

დღე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო ბურატინოს სკოლაში სასწავლებლად უშვებს. მაგრამ გზად ბიჭუნა უფრო მეტად ინტერესდება თეატრალური წარმოდგენით და ბილეთისათვი კარლოს მიერ ნაყიდ ანბანს ოთხ სოლდოდ ყიდის. იგი ესწრება თოჯინების წარმოდგენას, რომელსაც ჩაშლის. თეატრის გაბრაზებული მფლობელი, კარაბას ბარაბასი მას იჭერს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბურატინო უამბობს, რომ სახლში კედელზე გამოსახული ბუხარი აქვს, თეატრის მეპატრონე მოულოდნელად მას ათავისუფლებს და საჩუქრად ხუთ მონეტასაც აძლევს.

დღე 3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურატინო შინისაკენ მიიჩქარის, მაგრამ გზად გაიცნობს ორ არამზადას, კატასა და მელას (ბაზილიოს და ალისას). ისინი მოუთხრობენ, რომ არსებობს ჯადოსნური ველი. თითქოს მასზე თესავენ ფულს, რომელიც მრავლდება. ერთად ისინი მიემგზავრებიან ამ ველისაკენ, მაგრამ გზად ბურატინოს ესხმის ორი ყაჩაღი (გადაცმული ბაზილიო და ალისა). ვინაიდან ფულს ვერანაირად ვერ ართმევენ, მას ხეზე ყირამალა ჰკიდებენ.

დღე 4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილით ბურატინოს აღმოაჩენენ ლურჯთმიანი გოგონა, თოჯინა სახელად მალვინა და მისი ერთგული ძაღლი არტემონი (ისინი თავად არიან გაქცეულები კარაბას ბარაბასის თეატრიდან).

დღე 5[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალვინა გადაწყვიტავს, შეასწავლოს ბურატინოს მართლწერა და მათემატიკა, მაგრამ მისი ქცევით გაღიზიანებული, გამოკეტავს საკუჭნაოში. ბურატინოს გადაარჩენს ღამურა, რომელიც მას გამოაპარებს და ჯადოსნურ ველზე მიიყვანს, სადაც მას უკვე ელოდებიან კატა და მელა.

ბურატინო თესავს ფულს და ელოდება მის აღმოცენებას. ამასობაში კატა და მელა პოლიციელებს ატყუებენ, თითქოს ბურატინო საშიში დამნაშავეა. მას უყენებენ ბრალდებას, რომ იგი უმუშევარი, უპატრონო და უპასპორტოა და ქალაქის მიღმა ბდებარე ტბაში აგდებენ. ამასობაში ბაზილიო და ალისა მიწაში დამალულ ფულს ითვისებენ.

ტბაში ჩავარდნილი ბიჭუნა გაიცნობს კუს სახელად ტორტილა. მას ეცოდება ბურატინო და საჩუქრად გადასცემს ოქროს გასაღებს, რომლის ზუსტი დანიშნულება ასაკის გამო თავად არ ახსოვს.

ბურატინო ტოვებს ტბას და გზად ხვდება თეატრიდან გამოქცეულ კიდევ ერთი თოჯინა პიეროს, რომელსაც მალვინა უყვარს და მასთან შეხვედრა სურს. იგი ასევე უამბობს ბურატინოს, რომ ჯადოსნურ გასაღებს ეძებენ კარაბას ბარაბასი და მისი ნაცნობი, წურბელების გამყიდველი დურემარი.

დღე 6[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალვინასთან სტუმრად ყოფნისას თოჯინები შეიტყობენ, რომ მათ საძებნელად პოლიციელები მოდიან. ტყეში მათ ხვდებიან პოლიციელი ბულდოგები, მაგრამ ბურატინოს ეხმარებიან ტყის ბინადრები. ამის შემდეგ დაღლილი მოგზაურები იმალებიან გამოქვაბულში, ხოლო ბურატინო ეწვევა ერთ-ერთ სამიკიტნოს, რათა თავად შეიტყოს, თუ რატომ ეძებს კარაბას ბარაბასი ოქროს გასაღებს. აღმოჩნდება, რომ ამ გასაღებით შესაძლებელია კარლოს სახლის კედელში დამალული კარის გაღება.

სანამ ბურატინო დაზვერვაზეა, მის მეგობრებს აპატიმრებენ. ბურატინო საშველად მოდის. ბოლო წამს თოჯინებს თავად კარაბას ბარაბასი ხვდება. მაგრამ უეცრად ჩნდება თავად კარლო, რომელიც მათ გადაარჩენს. კარაბასი მაინც თვლის, რომ თოჯინები მისია (მიუხედავად იმისა, რომ უხეშად ეპყრობა).

სახლში ბურატინო აღებს დამალულ კარს. მიწისქვეშეთში აღმოაჩენენ თოჯინების თეატრს, რომელსაც ’ელვას’ უწოდებენ. გადაწყდება, რომ ამიერიდან თოჯინები სკოლაში ივლიან, ხოლო საღამოობით თეატრალურ წარმოდგენებს გამართავენ.

ეპილოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ, კარაბას ბარაბასის თეატრს ყველა თოჯინა ტოვებს და კარლოს თეატრში გადადის. თეატრის ბოროტი მეპატრონე ყველაფერს კარგავს.

ეკრანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]