ოქროსფერი ლივლივა
| ოქროსფერი ლივლივა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Amanita crocea | |||||||||||||
| |||||||||||||
ოქროსფერი ლივლივა (ლათ. Amanita crocea) — მისი ქუდი ზომით 4-10 სმ-ს აღწევს და თავდაპირველად ოქროსფერ-ნარინჯისფერია. პირველი ფორმა კვერცხისებრ-ზარისებრია, მაგრამ შემდეგ იგი მომრგვალო და გაშლილი ხდება, განიერი ბორცვაკებით. მისი ზედაპირი გლუვია, ოდნავ ლორწოვანი, გაშრობისას კი პრიალა ხდება. ქუდზე ზოგჯერ რჩება თეთრი საბურველის ნარჩენები, რომლებიც მალე ქრება. ქუდის კიდე კი დაღარულზოლიანია.
ფეხი 6-14 სმ სიგრძისაა და 1-1.5 სმ სიგანის. მისი ფერი მოთეთრო-მოყვითალოა, ხოლო ფორმა ცილინდრული, ქუდისკენ შეზღუდული. ტექსტურა აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანია, ქერცლოვანი, რაც ზიგზაგისებურ ორნამენტს ქმნის. თავდაპირველად ფეხი შიგნიდან ამოვსებულია, თუმცა მოგვიანებით ფუყედ და მყიფედ ხდება. ოქროსფერ ლივლივას არ აქვს საყელო, მაგრამ აქვს თეთრი, განიერი და თავისუფალი ვოლვა.
ჰიმენოფორი ფირფიტების სახით არის წარმოდგენილი: ხშირი, ფეხთან თავისუფალი, ვიწრო, მაგრამ კიდისკენ ფართო. ფირფიტები თეთრია, ხოლო სპორები მომრგალო და გლუვი, უფერული, 8-14 მიკრომეტრის დიამეტრით.
ოქროსფერი ლივლივის რბილობი თეთრია, მყიფე და უსუნო, ჰაერზე ფერს არ იცვლის. იგი იზრდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე და გავრცელებულია ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ სოკოს საკვებად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 15-20 წუთიანი თერმული დამუშავების შემდეგ, რადგან ნადუღი წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევს.
სოკომ მისი ვიზუალით შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში, რადგან შხამიან ყვითელ ბილწა სოკოს მსგავსია, თუმცა ოქროსფერი ლივლივას არ აქვს საყელო, ქუდზე საერთო საბურველის ნარჩენები და ფეხის ძირში ბოლქვისებური სტრუქტურა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 78-79, ISBN 978-9941-8-4547-5