ოქროსთვალი (საუნდტრეკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროსთვალი
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 14 ნოემბერი 1995
ჟანრი საუნდტრეკი
ხანგრძლივობა 54:00
ლეიბლი EMI
ერიკ სერა — ქრონოლოგია
ლეონი: პროფესიონალი
(1994)
ოქროსთვალი
(1995)
მეხუთე ელემენტი
(1997)
ჯეიმზ ბონდის ფილმების საუნდტრეკების — ქრონოლოგია
მკვლელობის ლიცენზია
(1989)
ოქროსთვალი
(1995)
ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება
(1997)
სინგლები ალბომიდან ოქროსთვალი
  1. „GoldenEye“
    გამოცემის თარიღი: 7 ნოემბერი, 1995
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3/5 stars[1]
Filmtracks.com1/5 stars [2]

ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „ოქროსთვალი“ (ინგლ. GoldenEye) საუნდტრეკი გამოვიდა 1995 წლის 14 ნოემბერს, EMI-ზე. მასში შეტანილი მუსიკის კომპოზიტორი არის ერიკ სერა.

კომპოზიციები სრულდება სინთეზატორებზე. მათ შორის არის სახეცვლილი „James Bond Theme“. მთავარი სიმღერაა „GoldenEye“, დაწერილი ბონოსა და The Edge-ის და შესრულებული ტინა ტერნერის მიერ. ფილმის წამყვანი სიმღერის სახით განიხილებოდა Ace of Base-ის მიერ დაწერილი „GoldenEye“, თუმცა იგი არ გამოიყენეს. ჯგუფმა ის მოგვიანებით „The Juvenile“-ის სახით, 2002 წლის ალბომ Da Capo-ზე წარადგინა. გარდა ბონდის სტილის ბასის პარტიისა, აშკარაა, რომ The Goldeneye-ს უბრალოდ ჩაენაცვლა სიტყვა The Juvenile.

ფილმში აგრეთვე ჟღერს ტემი უინეტის მიერ შესრულებული „Stand By Your Man“. იგი შეტანილია სცენაში, რომელშიც ჟუკოვსკის ბარში მინი დრაივერი დისონანსით და რუსული აქცენტით მღერის.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „GoldenEye“ტინა ტერნერი
  2. „The GoldenEye Overture: Half of Everything Is Luck/The Other Half Is Fate/For England, James“[A]
  3. „Ladies First“
  4. „We Share the Same Passions: The Trip to Cuba/The Same Passions“
  5. „Little Surprise for You: Xenia/D.M. Mishkin“
  6. „The Severnaya Suite: Among the Dead/Out of Hell/The Husky Tribe“
  7. „Our Lady of Smolensk“
  8. „Whispering Statues: Whispers/Two Faced“
  9. „Run, Shoot, and Jump“
  10. „A Pleasant Drive in St. Petersburg“
  11. „Fatal Weakness“
  12. „That's What Keeps You Alone“
  13. „Dish out of Water: A Good Squeeze/The Antenna“
  14. „The Scale to Hell: Boris and the Lethal Pen/I Am Invincible“
  15. „For Ever, James“
  16. „The Experience of Love“ – ერიკ სერა
შენიშვნები
  1. შეტანილია „James Bond Theme“, თავდაპირველად გაჟღერებული ფილმში „დოქტორი ნოუ“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]