ორხელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოქოქა)

ორხელა, ოქოქა, აჩაჩა, საქართველოში გავრცელებული, ორსახელურიანი, მოკლემხრიანი სახვნელის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც საქართველოს ცალკეულ კუთხეში თავისებურად იყო აგებული. შედგებოდა მხარის, ქუსლის, ორხელის (ერქვანის), კოკოშის, სახნისა და საკვეთლისაგან. ორხელაში 2-იდან 5 უღლამდე ხარსა და კამეჩს აბამდნენ. უღელზე ამაგრებდნენ ხის კვანტებით ან ტყავის ღვედით. აჭრილი ბელტის უკეთ დაფშვნა-დანაწევრებისათვის უკეთებდნენ მოკლე ფრთას (ქართლი) ან ყურებიან ქუსლს, რომელსაც იყენებდნენ როგორც ბარში, ისე მთის ზოლში (მთიულეთ-გუდამაყარი, ქსნის ხეობა, კახეთი, ქართლი, რაჭა, ზემო იმერეთი).

ორხელას მოდგამში ალოები ნაწილდებოდა გამწევ ძალასა და მოდგამის წევრებზე. ინვენტარს ალო არ ეძლეოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრეგვაძე ნ., მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, თბ., 1969;
  • ჩიტაია გ., ქსნური მთის გუთანი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5-6;
  • ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1930;
  • ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960;
  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 588, თბ., 1984