ოფრეთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოფრეთის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტში, შულავერის ხეობის ზემო წელზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ოფრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. წყარაოებში პირველად მოხსენიებულია X საუკუნეში. ოფრეთის ციხე მდებარეობდა 4 ხეობის გზასაყარზე, რომელიც მგლისკარის უღელტეხილით ტაშირში, გადადიოდა. მატიანის ცნობით, V საუკუნეში ქართლის პიტიახშ ვარსქენს ოფრეთის ციხეში ჰყავდა დაპატიმრებული თავისი მეუღლე შუშანიკი. ოფრეთის ციხე ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაგებობაა, რომელიც შემოზღუდულია ფართო კედლებით, დაყოლებული აქვს მრგვალი კოშკები. ზღუდის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებია, აქვეა მცირე ეკლესია ნალისებური აფსიდით. ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრებით. ეს არის დიდი ფეოდალის ტიპური რეზიდენცია. აქვეა ნასოფლარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]