შინაარსზე გადასვლა

ოფლის ავადმყოფობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოფლის ავადმყოფობა
სხვა სახელები ინგლისური ოფლის ავადმყოფობა, ინგლისური ოფლიანობა, ლათ. sudor anglicus
ვერგილიუსის მხატვრის მიერ შესრულებული ოფლის ავადმყოფობის ილუსტრაცია
დარგი ინფექციური დაავადებები
სიმპტომები ჟრჟოლვა, ტკივილები, სისუსტე[1]
გამომწვევი უცნობი

ოფლის ავადმყოფობა — ასევე ცნობილი როგორც ოფლიანობა, ინგლისური ოფლის ავადმყოფობა, ინგლისური ოფლიანობა ან sudor anglicus (ლათინურად), გამოუკვლევი და გადამდები დაავადება, რომელიც 1485 წელს ეპიდემიების სახით ჯერ ინგლისში დაიწყო, შემდეგ კი ევროპის კონტინენტზე გადავიდა. ეპიდემიები განმეორდა 1508, 1517, 1528 და 1551 წელს, რის შემდეგაც დაავადება გაუჩინარდა.[1] ოფლის ავადმყოფობით დაავადებულებს სიმპტომები უეცრად უჩნდებოდათ და ძირითადად 8-10 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდებოდნენ ან კვდებოდნენ.[2] დაავადება უჩვეულო მახასიათებლებით გამოირჩეოდა: მაშინ, როდესაც სხვა ეპიდემიები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა და დიდი დროის განმავლობაში წარმოადგენდა საფრთხეს, ოფლის ავადმყოფობა უეცრად ჩნდებოდა, სწრაფად ქრებოდა და ნაკლებადდასახლებულ ტერიტორიებს სერიოზულ ზიანს აყენებდა.[3] მისი გაჩენის მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა მკვლევარები ფიქრობენ რომ ის შესაძლოა ჰანტავირუსის უცნობი სახეობის მიერ ყოფილიყო გამოწვეული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Heyman P.; Simons L.; Cochez, C. (2014). „Were the English Sweating Sickness and the Picardy Sweat Caused by Hantaviruses?“. Viruses. 6 (1): 151–171. doi:10.3390/v6010151. PMC 3917436. PMID 24402305.
  2. Tankard, Danae (November 2004). „Protestantism, theJohnson Family and the 1551 Sweat in London“. The London Journal (ინგლისური). 29 (2): 1–16. doi:10.1179/ldn.2004.29.2.1. ISSN 0305-8034.
  3. Dyer, Alan (1997). „The English Sweating Sickness of 1551: An Epidemic Anatomized“. Medical History (ინგლისური). 41 (3): 362–384. doi:10.1017/S0025727300062724. ISSN 0025-7273. PMC 1044802. PMID 9327632.