ოულაფსვიკი
| ქალაქი | |
|---|---|
|
ოულაფსვიკი Ólafsvík | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ვესტურლანდი |
| კოორდინატები | 64°53′39″ ჩ. გ. 23°42′39″ დ. გ. / 64.89417° ჩ. გ. 23.71083° დ. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 21 მეტრი |
| მოსახლეობა | 970 (1 იანვარი, 2018)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC±00:00 |
ოულაფსვიკი (ისლ. Ólafsvík) — სნაიფეთლსნესის (ისლ: Snæfellsnes) ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე სათევზაო ქალაქი, ისლანდია. 2004 წლისთვის მოსახლეობა შეადგენდა 1 008 კაცს. მდებარეობს სნაიფეთლსნესისლას (ისლ: Snæfellsnessýsla) რაიონში, ვესტურლანდის (ისლ: Vesturland) რეგიონში.
პრეიზაფიორზურის (ისლ: Breiðafjörður) შესასვლელთან ყოფნის გამო, ისლანდიაში პირველი ქალაქი იყო, რომელმაც დანიის მეფისგან ვაჭრობის ლიცენზია მიიღო. ეს მოხდა XVII ს-ში. ეკონომიკა დამყარებულია მეთევზეობასა და ვაჭრობაზე, ასევე ამ მხარეში ფერმერთა მომსახურებაზე.
ოულაფსვიკის გარშემო ბუნება გართობის უამრავ საშუალებას იძლევა. ოულაფსვიკთან არის ქალაქი ჰეთლისანტური (Hellissandur), სადაც დასავლეთ ევროპაში უმაღლესი ნაგებობა - გუფუსკაულარის რადიო ანძაა (ისლ: Langbylgjustöðin á Gufuskálum) (412 მ სიმაღლის).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოულაფსვიკის საიტი დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ოულაფსვიკის ფოტოები