ოტრარი
| შუასაუკუნეების ქალაქი | |
|---|---|
|
ოტრარი Отырар | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 42°51′05″ ჩ. გ. 68°18′11″ ა. გ. / 42.85139° ჩ. გ. 68.30306° ა. გ. |
| ფართობი | 16,85 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 506 მეტრი |
| საფოსტო ინდექსი | 160000 |
ოტრარი (ყაზახ. Отырар), ტარბანდი, ტურარბანდი, ტურარი, ფარაბი — მონღოლთა შემოსევამდე წარმოადგენდა შუა აზიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს. ამჟამად არის ნაქალაქარი ყაზახეთის თურქესტანის ოლქის ოტრარის რაიონში. ის მდებარეობს მდინარე არისის ქვემო წელში, სირდარიასთან შეერთების ადგილას, რკინიგზის სადგურ ტიმურიდან 10 კმ-ით დასავლეთით, თანამედროვე სოფელ ტალაპთის მახლობლად, ქალაქ თურქესტანიდან 57 კმ-ით სამხრეთით და შიმქენთიდან 120 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოტრარის ოაზისის ტერიტორიას ესაზღვრება ნაქალაქარები: ქუირუქტობე, ქოქმარდანი, ალტინტობე და მარდან-ქუიქი. ოტრარის ოაზისის აყვავების ხანა მოდის ჩვენი წელთაღრიცხვის I-დან XIII საუკუნემდე პერიოდზე. ქალაქში სიცოცხლე გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე.
ოტრარში მდებარეობდა ყარახანიდების დინასტიის ერთ-ერთი ზარაფხანა. XIII საუკუნის დასაწყისში ქალაქი ოტრარი შევიდა ხვარაზმის სახელმწიფოს შემადგენლობაში. არსებობს ვარაუდი, რომ ოტრარი იყო ფარაბის ცენტრი, რადგან ხვარაზმშაჰ ალა ად-დინ მუჰამედის მიერ 1210-1211 წლებში ოტრარში მოჭრილ სპილენძის დირჰემებზე გვხვდება წარწერა „ფარაბი“, ხოლო მისსავე 1216-1218 წლებში მოჭრილ მონეტებზე დატანილია წარწერა „ოტრარი“, რომელსაც წინ უძღვის სიტყვა "ბალად", რაც ნიშნავს „ქალაქს“ ან „ქვეყანას, ოლქს“.[1]
ოტრარში, რომელიც გაშენებული იყო იმ ადგილას, სადაც მდინარე არისი ერთვოდა სირდარიას, სახლობდნენ მეცნიერები, ბრძენები, დახელოვნებული მუსიკოსები, წინასწარმეტყველები და იუველირები. ქალაქში იყო დიდი მედრესე, ბაზარი, სამჭედლო სახელოსნო, გურთ-ხანა (ადგილი, სადაც ღვინოს სვამდნენ), აბანო, მეჩეთები, დუქნები და მაღაზიები.[2] მონღოლთა შემოსევის დროს ქალაქს მართავდა ქაირ-ხანი, რომელიც ხვარაზმშაჰის დედის ძმა იყო.

ისტორიული მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ჩინგიზ-ყაენის ელჩები აქ სიკვდილით დასაჯეს, 1219 წელს ქალაქს ალყა შემოარტყეს მონღოლთა ჯარებმა ჩინგიზ-ყაენის ვაჟების მეთაურობით. ალყა ექვს თვეს გაგრძელდა. ქალაქში დაიწყო შიმშილი და უკმაყოფილება იმის გამო, რომ მონღოლებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობდნენ. ერთ ღამეს ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მონღოლებს კარი გაუღო. ამის შემდეგ ქალაქის დამპყრობელმა მონღოლებმა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს, გადარჩენილები მონად წაიყვანეს, ხოლო თავად ქალაქი გადაწვეს და გაანადგურეს. მოღალატე ყარაჯა, რომელმაც ქალაქის კარი გააღო, პირადად ჯუჩიმ სიკვდილით დასაჯა. რაც შეეხება ქაირ-ხანს, რომელიც ბოლომდე იბრძოდა, ჩინგიზ-ყაენმა ის უბრალოდ არ დასაჯა. ჩინგიზ-ყაენი გაოცებული იყო მეომრის სიმამაცითა და სიმხნევით და ჩათვალა, რომ მისი უბრალოდ სიკვდილით დასჯა არ იქნებოდა ღირსეული სიკვდილი. ამიტომ, ჩინგიზ-ყაენმა ქაირ-ხანს თვალები და პირი ვერცხლით ამოუვსო.[3][4]
XV საუკუნეში ქალაქი თავიდან აშენდა. 1405 წლის იანვარში, ჩინეთისკენ ლაშქრობის დაწყების წინ, თამერლანი სწორედ ოტრარში გარდაიცვალა. 1465-1718 წლებში ოტრარი იყო ყაზახთა სახანოს ერთ-ერთი ქალაქი. ის იყო იმ ქალაქთა რიცხვში, რომლებიც 1723-1727 წლებში ჯუნღარებმა დაანგრიეს. XIX საუკუნის დასაწყისში კი საბოლოოდ იქნა მიტოვებული და დაცარიელებელდა.

ოტრარი მრავალი მეცნიერის სამშობლოა: აქედან იყვნენ წარმოშობით გამოჩენილი შუა საუკუნეების მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ალ-ფარაბი, ასტრონომი და მათემატიკოსი აბას ჟაუჰარი[5] (რომელიც ალ-ხვარაზმთან ერთად მონაწილეობდა ასტრონომიული ცხრილების შედგენაში), და ლინგვისტი და გეოგრაფი ისჰაყ ალ-ფარაბი.[5] ოტრარში ცხოვრობდა და ქადაგებდა ცნობილი სუფიტი არისთან-ბაბი, ხოლო ნაქალაქართან ახლოს მდებარეობს არისთან-ბაბის (არსლან-ბაბის) მავზოლეუმი.
თურქული სახელწოდება, რომლითაც ქალაქი მოიხსენია მაჰმუდ ალ-ქაშგარმა (1029-1101), არის ყარაჩუქი. ძველთურქული ტოპონიმის „ყარაჩუქი“ შედგება ზედსართავი სახელისგან „ყარა“ (შავი) და დიმინუტიური სუფიქსისგან „-ჩუქ“.[6]
ოტრარის ნაქალაქარი დაახლოებით 2 ათასი წელი არსებობდა. XIX საუკუნეში ნაქალაქარში დაიწყო გვალვა და დარჩენილმა მოსახლეობამ მისი მიტოვება დაიწყო, რის შედეგადაც ქალაქი დაცარიელდა. დროთა განმავლობაში ქალაქი ნადგურდებოდა და მისი ნანგრევები დიდხანს იყო დავიწყებული.
ოტრარის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 1969 წლის შემდეგ დაიწყო. ნაქალაქარის შენობების დიდი ნაწილი ნანგრევებს წარმოადგენდა, მაგრამ არქეოლოგ-მკვლევარებმა შეძლეს რამდენიმე კვარტლის, აბანოსა და მეჩეთების გათხრა.[7]
ახლანდელი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი ბორცვის სიმაღლე საძირკვლიდან 18 მეტრამდეა და შემორჩენილია ქალაქის თხრილის ნაშთები. 2001-2004 წლებში ხორციელდებოდა იუნესკოს, ყაზახეთისა და იაპონიის ერთობლივი პროექტი „ძველი ქალაქის ოტრარის კონსერვაცია და შენარჩუნება“. 2004 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „ძველი ოტრარის აღორძინება“, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ღია ცის ქვეშ არქეოლოგიური მუზეუმის შექმნა. მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც არქეოლოგიური ძეგლების დანგრევის საფრთხეს ქმნის, წარმოადგენს წლის განმავლობაში არსებული ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვალებადობა და ნალექების საკმაოდ მაღალი რაოდენობა.
პალეოგენეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოტრარის კულტურის წარმომადგენლებთან, რომლებიც ყონირ-თობეს (II–V საუკუნეები) სამარხიდან იქნენ შესწავლილი, დადგინდა შემდეგი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები: U5a1a1, I1c1, T2g1a, W3a1 და Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები: L1a2 (L-M357), E1b1b1a1b1a (E-V13), J2a1h2 (J-L25) [12].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Акишев К. А., Байпаков К. М., Ерзакович Л. Б. Древний Отрар: топография, стратиграфия, перспективы. — Алма-Ата: Наука, 1972. — 216 с.
- Акишев К. А., Байпаков К. М., Ерзакович Л. Б. Позднесредневековый Отрар (XVI—XVIII вв.). — Алма-Ата: Наука, 1981. — 343 с.
- Акишев К. А., Байпаков К. М., Ерзакович Л. Б. Отрар в XIII—XV веках. — Алма-Ата: Наука, 1987. — 256 с.
- Байпаков К. М. По следам древних городов Казахстана (Отрарский оазис). — Алма-Ата: Наука, 1990. — 208 с.
- Байпаков К. М. Урбанизация Казахского ханства во второй половине XV — XVIII в. — Алматы: Ин-т археологии им. А. Х. *Маргулана, 2014. — 534 с. — (Древняя и средневековая урбанизация Казахстана (по материалам исследований Южно-*Казахстанской комплексной археологической экспедиции). — Кн. III. — Ч. 2).
- Древности Отрара и Отрарского оазиса, Казахстана и Евразии / отв. ред. К. М. Байпаков. — Алматы: Ин-т археологии им. А. Х. Маргулана, 2012. — 382 с.
- Караев С. К. Древнетюркские названия Средней Азии // История Средней Азии и Восточного Туркестана XV—XIX вв. — Ташкент : Фан, 1987. — С. 104—130.
- Ортағасырдағы Отырар керамикасы (каз.) / құраст. К. М. Байпақов пен Л. Б. Ерзакович. — Алматы: Өнер, 1990. — 212 с.
- Pachkalov, Alexander. Archaeological Sources: The Chaghadaid Khanate. In The Cambridge History of the Mongol Empire. Edited by Michal Biran, Hebrew University of Jerusalem, Hodong Kim, Seoul National University. Cambridge University Press, 2023. Vol. II. 464—473 pp.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Национальная комиссия РК по делам ЮНЕСКО: реставрация городища Отрар დაარქივებული სექტემბერი 27, 2007 საიტზე Wayback Machine
- Фотоотчет о путешествии Мавзолей Арыстан баба и городище Отрар დაარქივებული დეკემბერი 5, 2009 საიტზე Wayback Machine
- Городище Отрар
დაარქივებული ნოემბერი 11, 2022 საიტზე Wayback Machine
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Существовал ли город Фараб?. ციტირების თარიღი: 2011-08-19
- ↑ Курганы Отрара. ციტირების თარიღი: 2011-05-24
- ↑ История гибели города Отрар — Научно-исследовательский институт туризма. ციტირების თარიღი: 2023-02-10
- ↑ Баранья битва. 800 лет назад в Поволжье были разгромлены войска Чингисхана / Новостной портал Ульяновска / 73online.ru. ციტირების თარიღი: 2023-02-10
- ↑ 5.0 5.1 Развитие науки. ციტირების თარიღი: 2011-07-25
- ↑ Караев 1987, p. 118.
- ↑ Городище Отрар. ციტირების თარიღი: 2022-04-28