ოტო ლიმან ფონ სანდერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Otto Liman Von Sanders.jpg

ოტო ლიმან ფონ სანდერსი (გერმ. Otto Liman von Sanders დ. 1855 — გ. 1929) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰქონდა პრუსიული არისტოკრატიული წარმომავლობა. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ოსმალეთის იმპერიაში გერმანელთა სამხედრო მისიის ხელმძღვანელი. მას ევალებოდა ოსმალეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით მოხდა ბრიტანეთისა და ავსტრალია-ახალი ზელანდიის საარმიო კორპუსების დესანტის გადასხმის ოპერაციის ჩაშლა გალიპოლის ბრძოლაში 1915 წელს. 1917 წლიდან სარდლობდა ოსმალეთის არმიებს სინაის, პალესტინისა და მესოპოტამიის კამპანიებში. 1918 წლის შემოდგომაზე დამარცხდა ბრიტანელ გენერალ ედმუნ ალენბაისთან პალესტინის ფრონტზე, არმაგედონის ოპერაციაში, რასაც 1918 წელს მუდროსის ზავის დადება და ოსმალეთის კაპიტულაცია მოჰყვა. 1919 წლის თებერვალში ბრიტანელებმა დააპატიმრეს კუნძულ მალტაზე სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, თუმცა უდანაშაულობის გამო ერთ თვეში გაათავისუფლეს. გარდაიცვალა მიუნხენში, 74 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: