ოტოკარ I (შტაიერმარკა)
იერსახე
ოტოკარ I იგივე ოტაკარ I (გერმ.: Ottokar I.; Otakar I.) (* ???; † 1074, რომი) პირველად მოხსენიებულია 1048 წელს, როგორც გრაფი ქიმგაუში. 1056 წელს ველს-ლამბახის გრაფების შტოს უმემკვიდრეოდ გადაშენების შემდეგ იგი კარანტენის მარკგრაფი გახდა. მისი რეზიდენცია მდებარეობდა შტაირის ციხე-სიმაგრეში, რომლის მიხედვითაც ოტოკარის სამფლობელოებს შტაიერმარკა ეწოდა. ოტოკარ I-ის მეუღლე იყო ვილიბირგ ფონ ეპენშტაინი, კერნტენის ჰერცოგის ადალბერო ფონ ეპენშტაინის ასული, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე ოტოკარ II.