ოტოკარ IV (შტაიერმარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოტოკარ IV იგივე ოტაკარ IV (გერმ.: Ottokar IV.; Otakar IV.) (* 1163; † 8 მაისი 1192) - იყო შტაიერმარკის მარკგრაფის ოტოკარ III-ის ვაჟი და მემკვიდრე. იგი იყო ტრანგაუელთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი.

1180 წელს გელნჰაუზენის რაიხსტაგზე შტაიერმარკა ბავარიის საჰერცოგოს გამოეყო და ოტოკარს მისმა ბიძამ, იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ ჰერცოგის ტიტული უბოძა. ოტოკარ IV 1170-1183 წლებში დააარსა ქალაქი ფიურსტენფელდი. 1186 წელს სანქტ-გეორგის მთაზე ქალაქ ენსის მახლობლად ერთმანეთს შეხვდნენ ოტოკარ IV და ავსტრიის ბაბენბერგი ჰერცოგი ლეოპოლდ V და საზეიმოდ გააფორმეს სამემკვიდრეო ხელშეკრულება - ე.წ. "გეორგენბერგის მტკიცება", რომელიც იმპერატორმა ჰაინრიხ VI-ემაც დაამტკიცა. ოტოკარ IV-ემ მის მემკვიდრედ ლეოპოლდ V დატოვა და 1192 წელს უშვილოდ გარდაიცვალა. ტრაუნგაუების დინატრია მასთან ერთად ამოწყდა.