ოტის რეგიონი
| რეგიონი | |
|---|---|
|
ოტის რეგიონი ინგლ. Oti Region | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Dambai |
| შიდა დაყოფა | Nkwanta South Municipal District, Nkwanta North District, Jasikan District, Kadjebi District, Krachi West District, Krachi East District, Biakoye District და Krachi Nchumuru District |
| კოორდინატები | 7°54′00″ ჩ. გ. 0°18′00″ ა. გ. / 7.90000° ჩ. გ. 0.30000° ა. გ. |
| დაარსდა | თებერვალი, 2019 |
| ფართობი | 11 066 კმ² |
| მოსახლეობა | 747 248[1] კაცი (2021) |
| სიმჭიდროვე | 67,53 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | გრინვიჩის საშუალო დრო |
|
| |
ოტის რეგიონი (ინგლ. Oti Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ვოლტის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტოგოს საზღვრის გასწვრივ. ადმინისტრაციული ცენტრი — დამბაი.
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთისა და სავანის რეგიონებს, სამხრეთიდან ვოლტის რეგიონს, დასავლეთიდან აღმოსავლეთ ბონოს რეგიონს და აღმოსავლეთიდან ტოგოს.
1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ტერიტორია გახდა ადმინისრაციული ერთეული. 1959 წელს ბრიტანული ტოგოლენდის სამხრეთი რაიონები შევიდნენ ვოლტის რეგიონში, ხოლო ჩრდილოეთი რაიონები ჩრდილოეთ რეგიონში.

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი დაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონს — ოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Citypopulation Ghana 2021
- ↑ Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21