ოტია პაჭკორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოტია მიხეილის ძე პაჭკორია (დ. 5 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 25 ოქტომბერი, 1984, იქვე) — ქართველი კრიტიკოსი და ესეისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა მისი და მისი მეგობრების პატრიოტული შემართება დანაშაულად შეფასდა მავანთა მიერ და ჭაბუკები შორეთს გაუყენეს. ოტიას გზა სამშობლოსაკე 8 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ 1956 წელს დაუბრუნდა იგი მშობლიურ უნივერსიტეტს და ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს დაამთავრა.

ოტია პაჭკორია ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა „ცისკარსა“ და „მნათობში“, სადაც სულ უფრო ხვეწდა თავის მაღალ ლიტერატურულ გემოვნებას და სხვებსაც უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. მას ჰქონდა დაწერილი ნარკვევები: სერვანტესის, სტენდალის, ვაჟას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე.

სიცოცხლის ბოლო წლებში ოტია პაჭკორიამ ჟურნალებში გამოაქვეყნა მოთხრობები, რომლებიც ინტელექტუალური პროზის ნიმუშებია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 300, თბ., 1994