ოტია დადიანი (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოტია ელიზბარის ძე დადიანი (დ. 15 მარტი, 1838, სენაკი, — გ. 7 ივნისი, 1915) — დადიანების საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900).

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1855 წლიდან იყო შავი ზღვის მე-11 სახაზო ბატალიონის იუნკერი. მონაწილეობდა ყირიმის ომში, კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში (იბრძოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და იყო ზუგდიდის მაზრის ცხენოსანთა დივიზიონებისა და ქვეითთა ასეულების ინსპექტორი). 1881 წელს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მსახურობდა ოზურგეთის მაზრისა (1879-1883) და ალექსანდროპოლის მაზრის (1883-1891) უფროსად. დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. სტანისლავის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]