შინაარსზე გადასვლა

ოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტი (მრავალმნიშვნელოვანი).
ოტი
ინგლ. Oti, ფრანგ. Oti, ფრანგ. Pendjari
ქვეყანა ბენინის დროშა ბენინი
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
განის დროშა განა
ტოგოს დროშა ტოგო
სათავე მდინარეების კუნდესა და ტიკუს შენაერთი
10°39′08″ ჩ. გ. 1°28′51″ დ. გ. / 10.65222° ჩ. გ. 1.48083° დ. გ. / 10.65222; -1.48083
შესართავი ვოლტის წყალსაცავი
8°20′40″ ჩ. გ. 0°14′01″ დ. გ. / 8.34444° ჩ. გ. 0.23361° დ. გ. / 8.34444; -0.23361
სიგრძე 900 კმ
აუზის ფართობი 72 900 კმ²
ოტი — აფრიკა
ოტი
ოტი
— სათავე, — შესართავი
ოტი ვიკისაწყობში

ოტი (ტოგოს და განის ტერიტორიებზე ფრანგ. Oti, ინგლ. Oti) და პენჯარი (ბენინის, ბურკინა-ფასოს და ტოგოს ტერიტორიებზე ფრანგ. Pendjari) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში. მდინარე მიედინება ბენინის, ბურკინა-ფასოს, განის და ტოგოს ტერიტორიებზე.

სათავეს იღებს მდინარეების კუნდესა და ტიკუს შეერთების ადგილიდან ატაკორის მთებში, ბენინში. მდინარე თავდაპირველად მიედინება ჩრდილოეთისაკენ, შემდეგ უხვევს სამხრეთ-დასავლეთისაკენ. სასაზღვრო სამკუთხედ „ბენინი-ბურკინა ფასო-ტოგოს“ რაიონში პენჯარი კვეთს ბენინსა და ბურკინა-ფასოს შორის არსებულ სახელმწიფო საზღვარს. შემდეგ ის ჩრდილოეთ ტოგოს გავლით მიედინება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და აღმოჩნდება განის ტერიტორიაზე. აქედან მდინარე პირდაპირ სამხრეთისაკენ მიედინება, ტოგო-განის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მონაცვლეობით ხან განის და ხანაც ტოგოს ტერიტორიებზე. ჩაედინება განის ტერიტორიაზე არსებულ ვოლტის წყალსაცავში.

მდინარის სიგრძე შეადგენს 900 კმ-ს და მიეკუთვნება ვოლტის აუზს. საკუთრივ მდინარე ოტის (პენჯარის) წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 72 900 კმ²-ს. მისი შენაკადებია მდინარეები კურტიაგუ, არლი, დუდოდო, სინგუ, უკე (ვალე) და სხვა.

1998—1999 წლების წვიმიან სეზონში (ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით) ჩრდილოეთ ტოგოს ტერიტორიაზე ძლიერი თავსხმა წვიმების გამო მდინარე ოტი (ტოგოში ეწოდება პენჯარი) ადიდდა, რის შედეგადაც ზარალი განიცადა ათიათასობით ადამიანმა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოტი&oldid=4966774“-დან