ოტელო (ფილმი-ბალეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოტელო“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ჭაბუკიანი
სცენარის ავტორი ირინა გელოვანი
ვახტანგ ჭაბუკიანი
როლებში ვახტანგ ჭაბუკიანი
ვერა წიგნაძე და სხვები.
კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი
ხმის ოპერატორი ა.შტეგელმანი
ოპერატორი ფელიქს ვისოცკი
მხატვარი სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე
სერაპიონ ვაწაძე
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1960
ხანგრძლივობა 95 წუთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული

ოტელო“ — 1960 წლის ქართული საბჭოთა ფილმი-ბალეტი უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით. რეჟისორი ვახტანგ ჭაბუკიანი.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასისთავი იაგო ვენეციელ სენატორ ბრაბანციოს შეატყობინებს, რომ მისი ქალიშვილი დეზდემონა ვენეციის ჯარების სარდალმა, მავრმა ოტელომ მოიტაცა. ბრაბანციო ოტელოს დასჯას მოითხოვს, მაგრამ დეზდემონა სენატის წინაშე განაცხადებს, რომ ოტელო მისი კანონიერი ქმარია. იაგო ინტრიგების ხლართვას განაგრძობს. იგი ოტელოს თანაშემწის, კასიოს ადგილის ხელში ჩაგდებას მოახერხებს. ოტელოს დაარწმუნებს, რომ ცოლი კასიოსთან ღალატობს. საბუთად დეზდემონას ცხვირსახოცი მოაქვს. ეჭვებით შეპყრობილი ოტელო დეზდემონას დაახრჩობს. იაგოს ცოლი ემილია ოტელოს მეუღლის უდანაშაულობაში დაარწმუნებს. ოტელო თავს მოიკლავს.

როლებს ასრულებენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]