ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი — რუსეთი
ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სტაროზოლოტოვსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2004-2011
გარე სურათები
ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის ფოტო

ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Иконы Пресвятой Богородицы «Остробрамская») — მართლმადიდებლური ეკლესია ხუტორ სტაროზოლოტოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, კონსტანტინოვსკის რაიონი, ხუტორი სტაროზოლოტოვსკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანიცა ზოლოტოვსკში პირველი ცნობები მოქმედი ტაძრის შესახებ მიეკუთვნება 1763 წელს. ამ პერიოდში ძველი ეკლესიის ადგილზე ააშენეს და აკურთხეს ახალი ხის ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე. 1817 წელს აუცილებელი გახდა ახალი ეკლესიის აგება, რომელიც ააშენეს კიდეც, მაგრამ დაიწვა 1884 წელს. ამავე წელს კაზაკებმა ააშენეს ახალი ერთსაკურთხევლიანი ეკლესია, კვლავ მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, მაგრამ ახლა უკვე ქვის საძირკველზე. მისი უკანასკნელი მღვდელი იყო ნიკოლოზი, რომელიც დააპატიმრეს 1938 წელს, თავად ეკლესია კი დახურეს.

1941 წელს სტანიცაში მოქმედი ხის ეკლესია დაანგრიეს, რათა მდინარეზე გადასასვლელი აეშენებინათ, რომელიც შემდეგ გერმანელმა ფაშისტებმა ააფეთქეს.

მომავალში საეკლესიო ცხოვრება აღორძინდა ხუტორ სტაროზოლოტოვსკში. 1990-იანი წლების ბოლოს ახალ სტანიცაში ნოვოზოლოტოვსკში, რომელიც დააარსეს მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, კაზაკების ინიციატივით ძველი ეკლესიის ადგილზე დააყენეს და აკურთხეს ჯვარი.

2004 წელს ხუტორში ააგეს კარის ეკლესია ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ტაძარი აკურთხეს 2005 წლის 3 ოქტომბერს, დაადგეს გუმბათი და სამრეკლო.

ფრესკები, კანკელი და ხატები მოხატეს როსტოველმა ხატმწერებმა. ეკლესიასთან ააგეს სამრევლო სახლი, სადაც იგეგმება სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრის აგება. ტაძრის დღესასწაულია ძვ. სტილით 26 დეკემბერი (ახ. სტილით 8 იანვარი)[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Остробрамская Виленская икона Божией Матери. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-16. ციტირების თარიღი: 2017-07-12.